ქართული წარწერები ქრისტეს საფლავზე
ქართული წარწერები ქრისტეს საფლავზე
"გოლგოთის სამლოცველოს ქართული საძმო ფლობდა და წარწერები იქ მოღვაწე ბერებისგანაც დარჩა"

"საინტერესოა ის ფაქტი, რომ უფლის საფლავის შესასვლელ კარიბჭეზე ტოვებდნენ ქართველები წარწერებს. სხვაგან იმ პერიოდის, ასეთი სიხშირით გაკეთებული ქართული წარწერები ვერ აღმოვაჩინეთ. მხოლოდ სამხრეთის კედელზე, ისიც კარიბჭეზეა დატოვებული. რამდენიმე მლოცველის წარწერა მეორდება წმინდა მიწის სხვა ეკლესიაზეც..." - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს აღნუსხვა- დოკუმენტირების სამსახურის უფროსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გიორგი გაგოშიძე უფლის საფლავის ქართულ წარწერებზე გვიამბობს:

- უფლის საფლავი მრავალჯერ არის გადაკეთებული. მოგეხსენებათ, იერუსალიმი ჯვაროსნებმა აიღეს და მეთორმეტე საუკუნეში, ფაქტობრივად, თავიდან ააშენეს უფლის საფლავის ეკლესია... რაც შეეხება წარწერებს, ოცამდე ქართული წარწერაა უფლის საფლავის სამხრეთით კარიბჭეზე. ქართული წარწერები კარიბჭის შემამკობელ მარმარილოს სვეტებზეა და ყველა მათგანი წაკითხულია. გაკეთებულია ასლები და ნაწილობრივ გამოქვეყნებულია, ასევე გამოიცემა დიდ წიგნად, რომელიც ახლა მზადდება, სათაურით: "წმინდა მიწის ქართული წარწერები".
უფლის საფლავის ქართული წარწერები გაერთიანდება წმინდა მიწის დანარჩენ სხვა ქართულ წარწერებთან და დაახლოებით ასამდე წარწერა გამოვა. უფლის საფლავის ქართულ წარწერები უმეტესად მლოცველთა მინაწერებია, როგორც პილიგრიმების, ასევე ადგილობრივი ქართველი ბერების. უფლის
საფლავზე, გოლგოთის სამლოცველოს ქართული საძმო ფლობდა და წარწერები იქ მოღვაწე ბერებისგანაც დარჩა.

წარწერების ქრონოლიგია დაახლოებით მე-13 - მე-16 საუკუნეებს მოიცავს და ჩემამდე ნანახი ჰქონდა ალექსანდრე ცაგარელს, შემჩნეული ჰქონდა ტიმოთე გაბაშვილს, რომელმაც მე-18 საუკუნეში იმოგზაურა იერუსალიმში. შემჩნეული ჰქონდა ასევე პილიგრიმს, ლავრენტი ოკრიბელს... თუმცა ამოკითხული იყო მხოლოდ ის ქართული წარწერები, რომლებიც დღეს აღარ არსებობს. მაგალითად, ლეონ კახთა მეფის და იოაკიმ ჯვარის მამის წარწერა, რომელიც გაკეთებული იყო გოლგოთის საპატრარქო ტახტზე და მე-19 საუკუნის დასაწყისში, 1808 წელს მომხდარი ხანძრის დროს განადგურდა. ამ წარწერის შესახებ მხოლოდ ტიმოთე გაბაშვილის და ლავრენტი ოკრიბელის ცნობებით ვიცით.

- უფლის საფლავზე ქართული წარწერები რა შინაარსისაა?
- ძირითადად ყველა მათგანი მაცხოვარს შეწყალებას სთხოვს. მაგალითად, კარიბჭეზე ასეთი წარწერაა: "საფლავო ქრისტესაო, შეიწყალე სოფრონი". საინტერესოა ქართველი პილიგრიმების თუ ადგილობრივი ბერების იდენტიფიკაცია... ვინმე სოფრონი კიდევ წერს იერუსალიმის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის კედელზეც. ისტორიულ წყარებში იხსენიება ვინმე საბაყოფილი სოფრონი, შესაძლებელია იგივე სოფრონი იყოს, რომელმაც უფლის საფლავზე დატოვა წარწერა...  განაგრზეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები