3 ყველაზე უცნაური ფსიქოლოგიური დაავადება!
.
1.პარიზის სინდრომი



პარიზის სინდრომი გარდამავალი გამოცდილებაა, რომელიც გავლენას ახდენს იმ ტურისტებზე, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ სინათლის ქალაქი არ არის მათი მოლოდინის შესაბამისი. მათ შესაძლოა აღენიშნებოდეთ ჰალუცინაციები, დევნის ბოდვა, შფოთვა ან სომატური სიმპტომები.
პარიზის სინდრომი შეიძლება ბევრს ხუმრობად მოეჩვენოს, თუმცა წლის მანძილზე საშუალოდ ოცი იაპონელი ხვდება საავადმყოფოში. ბევრი ფიქრობს, რომ ეს კულტურული შოკის გამო ხდება, რადგან იაპონელები პარიზს განსაკუთრებით აიდეალებენ. ჩვეულებრივ, სამკურნალოდ ყველაზე კარგი გზა საკუთარ სახლში დაბრუნებაა.


2.  სინესთეზია



სინესთეზია - გრძნობათა უნებური კავშირი. ფენომენი, როდესაც მგრძნობელობის ერთი ორგანოს გაღიზიანების დროს წარმოიქმნილ შეგრძნებებს დაყვება ერთდროულად სხვა მგრძნობელობის ორგანოთა გაერთიანებული საპასუხო რეაქციები. ეს დამატებით შეგრძნებები არის რა უნებიერი, აღიქმება სინეზთეტისგან როგორც გარე სამყაროს განუყოფელი რეალური ნაწილი. განსხვავებით იმის, რაც წარმოიქმნება მის ფიქრებში. სინეზთეთის გონებაში ეს შეგრძნება ხშირად განთავსებულია სხეულის გარეთ. თანამედროვე მკვლევარები ამ ფენომენს პირველი ექვსი მგრძნობელობის უნარის შემდეგ (მხედველობა, სმენა ,ყნოსვა, შეხება, გემოვნება, ინტუიცია) აგრეთვე უწოდებენ მე-7 გრძნობას.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების სინეზთეთიკური საზოგადოებების მიხედვით ადამიანებში ამ მოვლენის არსებობის განსხვავებული სტატისტიკური მონაცემები არსებობს. მაგალითად
აშშ-ს სინესთეთიკური საზოგადოების მიხედვით ეს ფენომენი ყოველ 30 000 ადამიანში მხოლოდ ერთი შემთხვევაა, ხოლო ანალოგიურ იაპონური საზოგადოების მონაცემთა მიხედვით ეს მოვლენა გავრცელებულია ყოველ 50 000 ადამიანში ერთზე.
სინესთეზია გამოირჩევა კიდევ სხვა განსაკუთრებულობით, რომელიც მას განასხვავებს შემოქმედებითი ფანტაზიების ნაყოფის ანდა მაღალფარდოვანი პოეზიისაგან. მისი ხატოვნების სიცოცხლის უნარიანობა და რეალობა უქმნიან პიროვნებებს ჩვეულებრივი გრძნობების ფონზე კიდევ უფრო მეტ მიზიდულობას. თუ, ლოგიკურად ვიმსჯელეთ სინესთეზია არ უნდა იყოს ადამიანის ტვინის მოღვაწეობის პროდუქტი. ვინაიდან ტვინი ევოლუციონირებს თავისი ფუნქციების ანატომიურ გაყოფაზე.
სინესთეზია არ წარმოადგენს შეგრძნებების დარღვევას. ეს მოვლენა ამა, თუ იმ ფორმაში გვხდება თითქმის ყველასთან ბავშვობის პერიოდში. სინესთეზიის მოვლენები უპირველესად განსხვავდებიან დამატებითი შეგრძნებების ფორმებით მხედველობითი, სმენითი, გემოვნური, შეგრძნებითი და სხვა....



3. გაორკეცებული პარამნეზია



ეს მდგომარეობა, ჩვეულებრივ, გამოწვეულია ტვინის დაზიანებით და იწვევს ილუზიას, რომ კონკრეტული ადგილმდგომარეობა გაორმაგებულია ან სხვა ადგილას არის გადატანილი. ჯარისკაცები, რომელთაც ჰქონდათ ტვინის დაზიანებები, ფიქრობდნენ, რომ საავადმყოფო, სადაც გადიოდნენ მკურნალობას, იყო მათ ქალაქში. ამ სინდრომს აქვს კოტარისა და კაპგრას ზოგიერთი მახასიათებელი.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
მთვლელები