თუ თქვენ მანქანაში გყავთ ბავშვი, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფოტოები!
თუ თქვენ მანქანაში გყავთ ბავშვი, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ეს ფოტოები!
ცოტა ხნის წინ აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში მოხდა საშინელი ავარია, რომლის დროსაც მანქანაში დედა ორი მცირეწლოვანი შვილი იმყოფებოდა.
საბედნიეროდ ავარიას სამივე ცოცხალი გადაურჩა, თუ არ ჩავთვლით დაჟეჟილობებსა და მოტეხილობებს.
ბავშვების გადარჩენას კი სწორად დამონტაჟებულ ბავშვის სავარძელს უკავშირებენ.
კაილი ბარეტს თავისი 5
წლის შვილი სკოლაში მიჰყავდა, უკანა სავარძელზე კი 2 წლის ჰანტერი იჯდა. გზა მოყინული იყო, დედამ სცადა სხვა მანქანას არიდებოდა, მაგრამ ამ დროს ძლიერად შეეჯახა ხეს.
მანქანა ფაქტიურად მთლიანად დაიმტვრა, ყველაზე ძლიერი დარტყმა იმ ადგილს მიადგა სადაც ჰანტერი იჯდა. საბედნიეროდ ბავშვს სერიოზული დაზიანებები არ მიუღია, რაც მისმა სწორად დამონტაჟებულმა სავარძელმა განაპირობა.
ავარიის შემდეგ დამტვრეული მანქანის ფოტოების სოციალურ ქსელში გავრცელდა, რომელსაც შემდეგი კომენტარი ახლდა:
“სავარძლის ღირებულება, მხოლოდ 100$-ია, შეიძლება საუკეთესო სავარძელი არ არის, მაგრამ მას ავარიის დროს ბავშვის სიცოცხლის დაზღვევა შეუძლია, ოღონდ იმ შემთხევაში, თუ სწორადაა დამაგრებული. “
კაილი ბარეტის შემთხვევა საბედნიეროდ კარგად დასრულდა, მაგრამ მისი თქმით, ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს მისი გამოცდილება და როდესაც მანქანით ბავშვთან ერთად მგზავრობს, უსაფრთხოების ყველა ზომა გაითვალისწინოს, პირველ რიგში კი სავარძლის სწორად დამაგრებას მიაქციოს ყურადღება.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები