"თუ აქედან გამოვალ..." - აი რა განცხადება გააკეთა ციხეში მაგდა პაპიძემ!
"თუ აქედან გამოვალ..." -   აი  რა  განცხადება  გააკეთა  ციხეში  მაგდა  პაპიძემ!
ოჯახურ დანაშაულში, კერძოდ, დამამძიმებელ გარემოებებში, მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის განზრახ მკვლელობის ჩადენაში ბრალდებული მაგდა პაპიძე დანებებას არ აპირებს.

როგორც მაგდა პაპიძის ადვოკატმა ირმა ბრელიძემ „სარკეს“ განუცხადა, მაგდა პაპიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლას აპირებს. „მაგდა არ დანებდება.
მას სჯერა, რომ როცა ადამიანი უდანაშუალოა, ოდესმე მისი სიმართლე დამტკიცდება.

მაგდას შევთავაზეთ, თუ აღიარებ ქმრის მკვლელობას მინიმალური სასჯელი დადგება, მუხლი გადაკვალიფიცირდება და მალე გახვალ ციხიდან, ჯერ ახალგაზრდა ხარ-თქო, მაგრამ წინადადება არც კი დაგვამთავრებინა, ისეთი კატეგორიული უარი გვითხრა, ჩემს სიმართლეს დავამტკიცებო. ოდესმე, თუ ციხიდან გამოვალ, ამ სახელით უნდა გამოვიდე, რომ თორნიკეს დედა მკვლელი არ არისო, ამბობს მაგდა.

მაგდა გვეუბნება, თუ ოდესმე გაიგებთ რომ თავი მოვიკალი, ზუსტად იცოდეთ, ამას არასოდეს გავაკეთებ, რადგან ჩემი ნომერი პირველი გეგმაა, უდანაშაულობა დავამტკიცოო, თორნიკეზე ხალხს არ ვალაპარაკებ, რომ ის დედამ მოკლაო-ამაზე აქვს გართულება“,- აღნიშნავს ირმა ბრელიძე.

ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფთან ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე იმყოფებოდა და მაგდა პაპიძე სააპელაციო სასამართლოს განჩინებით განაწყენებული იყო. „განაწყენებული იყო სააპელაციოს განჩინებით, თუმცა ასე თქვა, სხვა მოლოდინი არც მქონდაო", - ამბობს ადვოკატი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები