საქართველოს პრეზიდენტის სიძე დაჭრეს
საქართველოს პრეზიდენტის სიძე დაჭრეს
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიძე მინდია გოგოჭური თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დაჭრეს.
ამის შესახებ შემთხვევის ადგილიდან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი იუწყება.

ამ დროისთვის სამართალდამცველებს მიმდებარე ტერიტორია გადაკეტილი აქვთ, ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მინდია გოგოჭური ქვეყნის რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრშია გადაყვანილი.

"პირველს" შსს-ში აცნობეს, რომ გამოძიება მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს და ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თვრამეტ თვემდე ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები