ამერიკელმა უსახლკარომ რუს ტურისტს ფული გამოართვა, მაგრამ როცა გაიგო რა თანხას შეადგენს რუსეთში საშუალო ხელფასი, ფული უკან დაუბრუნა!
ამერიკელმა უსახლკარომ რუს ტურისტს ფული გამოართვა, მაგრამ როცა გაიგო რა თანხას შეადგენს რუსეთში საშუალო ხელფასი, ფული უკან დაუბრუნა!
რუსეთის მოქალაქე ნიკიტა ნეპრიახინი თავის Facebook გვერდზე ისტორიას აქვეყნებს, რომელიც თავად გადახდა ამერიკაში ყოფნის დროს.
ერთ დილას, როცა სასტუმროდან გამოვიდა, მასთან ერთი უსახლკარო მივიდა და მოწყალება სთხოვა, ნიკიტამ მას 10$ მისცა, უსახლკარომ მადლობა გადაუხადა და მასთან საუბარი დაიწყო.
ნიკიტამ საუბრიდან შეიტყო, რომ მამაკაცი ტეხასის შტატიდან იყო, მან ყველაფერი დაკარგა და ახლა ქუჩაში მათხოვრობდა.
მამაკაცმა ნიკიტას მის ცხოვრებაზეც დაუსვა ორიოდე კითხვა და შემდეგ დაინტერესდა, რამდენია საშუალო ხელფასი რუსეთში, ნიკიტამ უთხრა, რომ დაახლოებით 17 ათასი რუბლია, რაც 245 აშშ დოლარს უდრის.
როდესაც უსახლკარომ ნიკიტას პასუხი მოისმინა, გამორთმეული 10 დოლარი უკან დაუბრუნა და უთხრა, რომ ამერიკის მთავრობა ყოველთვიურ შემწეობად 820 დოლარს უხდის, მაშინ როცა რუსეთში საშუალო ხელფასი 245 დოლარია.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები