კილერი დიპლომატისთვის - როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად?!
კილერი დიპლომატისთვის - როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად?!
როგორ იქცა ელიტური სპეცსამსახურის თანამშრომელი ტერორისტად, გამოძიებისთვის ამ კითხვაზე პას­უხის გაცემა თავად ტერორისტს შეეძლო - მარტოოდენ პისტოლეტით შეიარაღებული­ ადამიანის დაკავება, რომელიც გაქცევას არც ცდილობს, სამართალდამცავებს უპრობლემოდ შეეძლოთ...

"დანგრევა ყოველთვის ადვილია, შექმნაა ძალიან ძნელი".
ანდრეი კარლოვის (რუსეთის ელჩი) უკანასკნელი სიტყვები.
2016 წლის 19 დეკემბერი

"ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ კვდებით აქ. მე მხოლოდ სიკვდილი გამიტანს აქედან, ყველა, ვინც მონაწილეობთ დევნა-შევიწროებაში, ერთმანეთის მიყოლებით დაიხოცებით".

ტერორისტ მევლუდ მერთ
ალთინთაშის უკანასკნელი სიტყვები. 2016 წლის 19 დეკემბერი

19 დეკემბერს, როდესაც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავმა­ გეზი მოსკოვისკენ აიღო, სადაც მეორე­ დღეს რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო უწყების პირველ პირებს სირიის საკითხზე უნდა ემსჯელათ, ანკარაში თანამედროვე ხელოვნების გალერეა რუსეთის ელჩს ელოდა. 62 წლის ანდრეი კარლოვს­ გამოფენა - "მოგზაურთა თვალით დანახული რუსეთი" უნდა გაეხსნა. ელჩი მეუღლესთან ერთად დაცვის გარეშე მივიდა.

ამავდროულად, გალერეაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგა­ 22 წლის მევლუდ მერთ ალთინთაშიც. სპეცსამსახურის თანამშრომელი გალერეაში წესისამებრ საშვით და ტაბელური იარაღით შევიდა.
რუსეთის ელჩი სიტყვას ამთავრებდა, როცა სტუმრებში მყოფი ფოტოგრაფ ბურჰან ოვბილიჯის ყურადღება ელჩის უკან მდგომმა ადამიანმა მიიქცია - შავკოსტიუმიანმა მამაკაცმა იარაღი ამოიღო...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
მთვლელები