მშობლებმა ახალშობილი მიატოვეს, რადგან ფიზიკური ნაკლით დაიბადა- 4 წლის შემდეგ სასწაული მოხდა!
 მშობლებმა ახალშობილი მიატოვეს, რადგან ფიზიკური ნაკლით დაიბადა- 4 წლის შემდეგ სასწაული მოხდა!
4 წლის კირილი ყაზახეთის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლში ცხოვრობდა, მშობლებმა ის დაბადებისთანავე მიატოვეს, რადგან ის მარჯვენა ხელის გარეშე დაიბადა.
ბავშვთა სახლის თანამშორმლებს იმედი არ ჰქონდათ, რომ კირილის შვილად აყვანას ვინმე მოინდომებდა, მაგრამ საბედნიეროდ სასწაულები ხდება!
კანადელმა წყვილმა დაგ და ფეისი ლესლებმა ბიჭის შვილად აყვანა მოისურვეს.
მათ როგორც კი დაინახეს პატარა კირილი, მაშინვე გადაწვიტეს მისი მშობლები გამხდარიყვნენ.
აღმოჩნდა, რომ მათ ოჯახში კირილი არ იქნებოდა ერთადერთი შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანი. ახალ ოჯახში მას ბაბუა დახვდა, რომელსაც ასე არ ჰქონდა ხელი.
ბაბუა და შვილიშვილი ერთმანეთს პირველად აეროპორტში შეხვდნენ და ეს შეხვედრა საოცრად ამაღელვებელი იყო.
კირილი ახალ ოჯახს ადვილად შეეგუა, გაიჩინა მეგობრები და ინგლისურიც საკამოდ კარგად ისწავლა, რაც მთავარია, მას ოჯახური სითბო და მზრუნველობა არ აკლია!





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები