"2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება" - ცნობილი მეცნიერის სენსაციური განცხადება
"2017 წლის ოქტომბერში დედამიწა განადგურდება" - ცნობილი მეცნიერის სენსაციური განცხადება
2017 წლის ოქტომბერში პლანეტა იქსი (ნიბირუ) დედამიწას დაეჯახება და ყველა ცოცხალ არსებას გაანადგურებს - აცხადებს მეცნიერი დევიდ მიდი.

მიდი ირწმუნება, რომ გლობალურმა ელიტამ ეს იცის, თუმცა, ხალხს ინფორმაციას უმალავენ და მიწისქვეშა თავშესაფრებს იშენებენ. მიდის უცნაურ პროგნოზებს ბრიტანული გამოცემები - "დეილი მეილი," "მეტრო" და "ექსპრესი" ავრცელებენ. მეცნიერი ირწმუნება, რომ ამ ინფორმაციას პანიკის თავიდან ასაცილებლად მალავენ.

მიდი ყურადღებას დედამიწაზე გახშირებულ მიწისძვრებზე ამახვილებს და მათ ინტენსივობას მომავალ აპოკალიფსს უკავშირებს.

"ნასამ" მეცნიერის ამ განცხადებებზე კომენტარი გააკეთა და ნიბირუს და სხვა მსგავსი პლანეტების შესახებ ინფორმაციებს ინტერნეტ-მისტიფიკაცია უწოდა. "არ არსებობს არანაირი ფაქტები ამ მოსაზრებების დასადასტურებლად. თუ რამე პლანეტა უახლოვდება დედამიწას უახლოეს ათ წელიწადში, ამას არათუ ასტრონომები დაინახავდნენ, არამედ, ის შესამჩნევი იქნებოდა შეუიარაღებელი თვალისთვისაც," - აცხადებენ "ნასა"-ში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
25-04-2017
ეგვიპტის ქალაქ ლუქსორის მახლობლად არქეოლოგებმა 6 მუმია აღმოაჩინეს, რომლებიც მოხატულ კუბოებში იყვნენ ჩასვენებულები და მათ გარშემო ათასობით ფიგურა იყო. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ეგვიპტის ხელისუფლების ინფორმაციით, მუმიების ასაკი 3,5 ათასი წელია. ისინი ახალი სახელმწიფოს პერიოდს ეკუთვნის. სიძველეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი აღმოჩენა უაღრესად მნიშვნელოვანია და აკლდამები შესანიშნავად არის შენახული.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ აკლდამაში სხვა პერიოდის მუმიებიც არსებობს.
ლუქსორთან მდებარე ფარაონების მდელო 1979 წელს იუნესკომ კულტურულ მემკვიდრეობად გამოაცხადა.






loading...
loading...
მთვლელები