სიმსივნით დაავადებულმა ქალმა ავადმყოფობის დამარცხება საკუთარი შვილების წყალობით შეძლო, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა!
 სიმსივნით დაავადებულმა ქალმა ავადმყოფობის დამარცხება საკუთარი შვილების წყალობით შეძლო, მაგრამ ყველაფერი ამით არ დამთავრებულა!
ყველამ ვიცით, რომ დედობა ყველზე საპასუხისმგებლო და ამასთანავე საოცარი “პროფესიაა” მთელს დედამიწაზე, მას სასწაულების მოხდენა შეუძლია.
კეილი გაიტანი კენტკუტიდან ძლიერი დედის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია.
კეილი ორი შვილის დედა იყო, როცა ექიმებმა კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მან ამ დროს აღმოაჩინა, რომ კიდევ ფეხმძიმედ იყო, მამაცმა დედამ კარგად იცოდა, რომ აუცილებლად უნდა ებრძოლა მეუღლისთვის და შვილებისთვის, თუმცა ისიც კარგად ესმოდა, რომ ამისთვის დიდი ენერგია დასჭირდებოდა.
გარდა ამისა, მას კიდევ ერთი სიურპრიზი კი წინ ელოდა, იგი ოთხ ტყუპს ელოდა!
2016 წელს კელი ახალ წელს
თავის ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად შეხვდა, ერთი თვის შემდეგ კი მან შოკისმოგვრელი ამბავი შეიტყო, მას ჰქონდა იშვიათი ფორმის, ლიმფური სისტემის კიბო, რომელსაც “ლიმფომას” უწოდებენ.
აღმოჩნდა, რომ ეს ადვილად განკურნებადი ფორმაა, რა თქმა უნდა დროულად აღმოჩენის შემდეგ.
კელიმ დაავადებასთან ბრძოლა გადაწყვიტა და ქიმიო თერაპიის კურსი დაიწყო, თუმცა ექიმები აფრთხილებდნენ, რომ ეს გავლენას მოახდენდა ბავშვებზე, რომლებსაც ის მუცლით ატარებდა.
ხუთი თვის შემდეგ მისმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და დაავადებამ უკუსვლა დაიწყო.
როცა კელი ულტრაბგერით გამოკვლევაზე მივიდა, აღმოაჩინა, რომ ყტუპები სრულიად ჯანმრთელები იყვნენ!
ორსულობის ბოლო პერიოდში კელის დაავადების სიმპტომები გაუძლიერდა, გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ სიმსივნე ისევ პროგრესირებდა.
ექიმებმა კელი 30-ე კვირაში ამშობიარეს, ჩვილები სრულიად ჯანმრთელები დაიბადნენ.
ოჯახი ერთდროულად სიხარულსა და მწუხარებას განიცდიდა, მაგრამ კელი კვლავ არ აპირებს დანებას და დაავადებას ებრძვის, მან კვლავ დაიწყო ქიმიო თერაპიის კურსი, რომელიც დაახლოებით წელიწად ნახევარი გრძელდება.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები