TOP სამი უგემოვნო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
TOP სამი უგემოვნო ქალი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ცნობილი ფრაზა – "გემოვნებაზე არ დავობენ" ჩანასახშივე მცდარი აღმოჩნდება, თუკი დავას ჩაცმა-დახურვის საკითხებზე ვიწყებთ, სუსტი სქესის წარმომადგენელთა საზოგადოებაში. ალბათ ნებისმიერი ქალი მიიჩნევს, რომ მას კარგი გემოვნება აქვს და ზუსტად იცის რა, როგორ და რასთან ერთად ატაროს. თუმცა, ასტროლოგიურ სტატისტიკას თუ გადავავლებთ თვალს, აღმოვაჩენთ, რომ არსებობს ე.წ. "უგემოვნო" ქალთა კატეგორიაც, რომელთათვისაც ლამაზად ჩაცმა-დახურვის თემა ზოგჯერ აბსოლუტურად უინტერესო ან რთულად ასათვისებელი ფენომენია. როგორც უკრაინელი ასტროლოგი ვერონიკა ტკაჩენკო განმარტავს, ასეთ ქალებს აუცილებლად ესაჭიროებათ როგორც პირად სტილისტთან, ისე ასტროლოგთან კონსულტაციაც, რათა ინდივიდუალური და დახვეწილი იმიჯი მოარგონ და შეუსაბამონ საკუთარ გარეგნობას... მოდი, ერთად გადავავლოთ თვალი ვერონიკას მიერ ნაკლებად გემოვნებიანი ქალბატონების "შავ სიაში" მოხვედრილი ზოდიაქოს ნიშნების სიას...

კურო – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, როგორც წესი, ტანსრული აღნაგობის არიან და ხშირად სხეულის ფუმფულა ფორმებითაც გამოირჩევიან სხვებისგან. პრობლემა კურო ქალის უგემოვნობისა შესაძლოა მდგომარეობდეს იმაში, რომ იგი ხშირად ვერ აფასებს ობიექტურად საკუთარ გაბარიტებს და სამოსს, რომელიც მოდურად ითვლება, აბსოლუტურად შეუსაბამოდ იცმევს. ქალი კუროს კიდევ ერთი ნაკლი არის ის,
რომ მას ძალიან უყვარს დიდი ზომის, მასიური აქსესუარების ტარება, რის გამოც მისი წარმოსადეგი აღნაგობა კიდევ უფრო "მასშტაბური" და მძიმე ხდება. აქედან გამომდინარე, იგი ხშირად ტოვებს უხვად დახუნძლული უზარმაზარი, საშობაო ნაძვის ხის შთაბეჭდილებას, რომელსაც მიუხედავად იმისა, რომ ბრენდული სამოსითაა შემოსილი (არ დაგავიწყდეთ კუროები ხომ ცნობილი "ბრენდომანიაკები" არიან) მაინც უგემოვნოდ აცვია.

მორიელი – ამ ქალის ძირითადი პრობლემა მის ჰიპერ-სექსუალურობასა და მამაკაცური ენერგეტიკის სიჭარბეში მდგომარეობს. რა თქმა უნდა, დახვეწილი, გლამურული და მოდური მორიელებიც ბლომად გვხვდებიან ბუნებაში, მაგრამ მორიელი ქალების დიდი ნაწილი მაინც ვულგარულობამდე დასული, ზედმეტად სექსუალური სამოსის ან პირიქით მამაკაცური სტილისთვის უპირატესობის მინიჭების გამო ხვდება ვერონიკა ტკაჩენკოს "შავ სიაში". ქალი მორიელი მართლაც გადაჭარბებულად ფლობს ხასიათში მამაკაცურ თვისებებს, რაც ხშირად მის იმიჯსა და ჩაცმის სტილზეც აისახება. მეტალის სამკაული, უხეში ბათინკები, კომუფლაჟირებული სამოსი, ან უმაკიაჟო, მინიმალისტური იმიჯი მარტოოდენ პიჯაკისა და მკაცრი ქვედაბოლოს თანხლებით ხშირად წარმოაჩენს ამ ქალს ვიზუალურად არამიმზიდველად. თუმცა, საკმარისია, მან თუნდაც მკვეთრი, წითელი ფერის პომადა დაუმატოს აბსოლუტურად სადა იმიჯს, რომ ერთი შეხედვით უფერული ინდივიდიდან, სექსუალურ და მაცდურ ქალად იქცეს. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ურჩევენ ქალ მორიელს საკუთარ გარედერობში (და ხასიათშიც) მეტი ქალური შტრიხების შეტანას.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
06-12-2017
პროფესია  დედა - ეს  ყველაზე  რთული  პროფესიაა,  მაგრამ  მიუხედავად  ამისა  ღირს  დედად  ყოფნა...
ეს  ყველაზე  კარგად  სემ  ჯესი  გრიფინმა  იცის,  რომელსაც  სახლში  მთელი  ამალა  ჰყავს  ბავშვების.  8  წლის  განმავლობაში  მან  5  შვილი  გააჩინა.





არის  ერთი  ადამიანი,  რომელიც  სემს  სიამოვნებით  ეხმარება,  ამას  პლუს  ის  სემს  თავის  კუმირად  თვლის - ეს  მისი  შუათანა  გოგონაა  ლეინი.



ამ  ყველაფრის დ ასამტკიცებლად  გოგონამ    გასულ  წელს  ჰელოუინზე  ძალიან  უცნაური  კოსტიუმი  შეარჩია.  როგორც  «ABC News»  იუწყება   7  წლის  გოგონამ  ჰელოუინზე  ლამაზი  პრინცესას  კაბის  ნაცვლად  დედის  ამპლუა  აირჩია  და  ბავშვმა  ეს  ფორმა  ჰელოუინისთვის  იდეალურ  კოსტიუმად  მიიჩნია.



მას  შემდეგ  რაც  სემის  მეგობარმა  ლეინის  ეს  ფოტოსურათი  ნახა  მან  აუცილებლად  ჩათვალა,  რომ  ამ  ყველაფრის  შესახებ  ფეისბუქზე  დაეწერა.



ლეინის  ფოტოსურათი  ძალიან  მალევე  პოპულარული  გახდა  სოციალურ  ქსელში.



მთვლელები