რატი გაჩეჩილაძემ მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს – "დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი"
რატი გაჩეჩილაძემ მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს –  "დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი"
ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოში დაკითხვაზე მისული რატი გაჩეჩილაძე, შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარს აკეთებს.

ის კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ნიკა გვარამიას სცემა და ამის მიზეზად ნიკა გვარამიას მხრიდან, მასსა და მის ოჯახის წევრებზე განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობას ასახელებს.

„ცხრა წლის განმავლობაში, ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური და მორალური ძალადობის გამო, ყელში ამომივიდა, რომ დავინახე, ვეღარ მოვითმინე და დავარტყი” – განუცხადა ჟურნალისტებს რატი გაჩეჩილაძემ.

რატი გაჩეჩილაძემ ვაკე-საბურთალოს სამმართველო უკვე დატოვა და ის ქალაქის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.

რამდენიმე საათის, წინ რესტორან ,,დაინინგ რუმში” ნიკა გვარამიას თავს დაესხნენ. ინციდენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ლევან გაჩეჩილაძის შვილმა რატი გაჩეჩილაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამია პირადი ანგარისწორების მიზნით თავს დაესხმა. შსს-ს ცნობით, გამოძიება 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უკვე დაიკითხა ნიკა გვარამია, რომლის თქმითაც მასზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები