"2 ანგელოზი გოგო და 2 ვაჟკაცი ბიჭი დაიღუპა გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტობანზე!"
"2 ანგელოზი გოგო და 2 ვაჟკაცი ბიჭი დაიღუპა გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტობანზე!"
ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში ამ წერილს აქვეყნებს:

„ხალხოოოო!!! რაღაც ქენით, რამე გააკეთეთ! იყვირეთ! იჩხუბეთ! იწიოკეთ! რაც გინდათ გააკეთეთ, მაგრამ ჩუმად ნუ ზიხართ და ხმამაღლა ილაპარაკეთ, სანამ ურემი გადაბრუნდება ხოლმე!!! აღარ შემიძლია უკვე!!! 1-ლში ხუთი ქართველი ვაჟკაცი ბიჭი ცოცხლად ჩაიწვა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავ მანქანაში რუსთავში, დღეს კიდევ 4 ულამაზესი ახალგაზრდა 21 წლის 2 ანგელოზი გოგო და 2 ვაჟკაცი ბიჭი დაიღუპა გადაჭარბებული სიჩქარის გამო ავტობანზე! არააააააააააააააააააააა... აღარ შემიძლიააა....!!!! თქვენც ამოიღეთ ხმა! თქვენც იყვირეთ, - არვიცი რამე ქენით!!!!!!!!!!!! რამე ქენით! რამეეე!!! მომავალი თაობა
გვინადგურრრდება!!! და რისსს გამო?!! რატოოოო?!!!! მე ნუ მეძახით აგრესიულს და მომაბეზრებელს, როცა სიჩქარისადმი ზიზღს ვქადაგებ! როცა ბაიკების და ბაიკერების აღვირახსნილობაზე გელაპარაკებით! როცა გადაჭარბებულ სიჩქარეზე ჭკუას გასწავლით და გეჩხუბებით - ნუ მეუბნებით შენ ვინ გკითხავს არჩევანის თავისუფლებაააო, ნუუღა მეტყვით ამიერიდან ნუ-რა-ვინ (!) ამას, თორემ ცემაში დაგასისხლიანებთ, თავპირს დაგალეწავთ და გონების დაკარგვამდე დაგასახიჩრებთ, რამდენი თვითაც არ უნდა ჩამსვან ამის გამო ციხეში!!!! - 2017 წელი 4 დღეა დაიწყო და უკვე 9 ულამაზესი ახალგაზრდა ქართველის სიცოცხლე წაიღო სიჩქარემ! უკვე ცხრა!!! - მე მათი ტოლი შვილი მყავს!!! მაააააა-თი ტო-ლი!!!!“

მოგვიანებით ამ ავარიის მსხვერპლი ორი გოგონას ფოტოც გამოაქვეყნა შემდეგი ტექსტით:

"დღეს კიდევ 4 ულამაზესი სიცოცხლე გაქრა... 2 ბიჭი და 2 გოგონა - მარიამ ახვლედიანი და თამარ მერებაშვილი... ისევ სისწრაფე, ისევ ავარია... ისევ... ისევ... ისევ... რატომ?!!!! სიცოცხლეს გაუფრთხილდით საქართველოს მომავალო! სიცოცხლე დააფასეთ, მასზე ძვირფასი არაფერი უბოძებია თქვენთვის ღმერთს, მშობლებს, - დაახლოებით მაინც ხვდებით, რა მდგომარეობაში არიან ამ ულამაზესი ადამაინების დედა და მამა?! ახლობლები?!... დააფასეთ სიცოცხლე!!!"

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები