ლონდონური ზღაპარი – საშობაოდ მორთული პაბი ყველა მნახველს აოცებს (ვიდეო)
შობა-ახალი წლის დღესასწაულები სულ მალე დადგება, მსოფლიოს დიდი ნაწილი უკვე საახალწლო დეკორაციებით არის მორთული.

ლონდონი საშობაოდ ნამდვილ ზღაპარს ჰგავს, ქუჩები, შენობები, ხეები ფერადი განათებებით არის აელვარებული. ბრიტანული მედიის ყურადღება წელსაც დაიმსახურა ლონდონში მდებარე პაბმა Churchill Arms, რომლის დეკორაციებიც ყველა მნახველს უკვე 30 წელია, აღაფრთოვანებს.

მისი მფლობელი, გერი ო’ბრაიენი „დეილი მეილთან“ ამბობს, რომ ცდილობენ, ყოველ წელს უკეთესად მორთონ პაბი. დეკორაციებად კი გამოიყენეს ფერადი ნათურები, ირმები, ვარსკვლავი.

Churchill Arms საახალწლო დეკორაციებისთვის ყოველწლიურად 30,000 ფუნტს ხარჯავს.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები