საკვერცხეების კიბოს 10 გავრცელებული სიმპტომი- ყურადსაღები ინფორმაციაა!
საკვერცხეების კიბოს 10 გავრცელებული სიმპტომი- ყურადსაღები ინფორმაციაა!
ყოველ წელს ათასობით ქალს უსვამენ საკვერცხეების კიბოს დიაგნოზს. ამ დაავადებას “ჩუმ მკვლელს” ეძახიან, რადგანაც მისი გამოვლენა ნაადრევ სტადიებში საკმაოდ რთულია, დაავადება კი, საკმაოდ აგრესიულია.

წარმოგიდგენთ საკვერცხეების კიბოს 10 გავრცელებულ სიმპტომს: მათ ხშირად არ აქცევენ ყურადღებას, რადგან ეს ნიშნები შესაძლებელია სხვა დაავადებაზე მეტყველებდნენ. თუ ეს სიმპტომები გაქვთ, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

1. ზურგის ხშირი ტკივილი

თუ ზურგის ხშირი ტკივილი გაქვთ და ზუსტად იცით, რომ ის სხვა დაავადებით, ან პრობლემით არ არის გამოწვეული (მაგალითად რადიკულიტით, ოსტეოპოროზით, ართრიტით და ა.შ.), აუცილებლად მიმართეთ ექიმს. შესაძლებელია ტკივილის გამომწვევი მიზეზი საკვერცხეების კიბო არ იყოს, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას მაინც უნდა მიხედოთ.

2. ტკივილი მუცლის ქვედა არეში

თუ ყოველდღიურად მუცლის ქვედა არეში ტკივილს, ან მუცლის არეში სიმძიმეს გრძნობთ, მიმართეთ ექიმს.

3. მენსტრუალური ციკლის დარღვევები

სტატისტიკის თანახმად, საკვერცხეების კიბოს დიაგნოზს ხშირად უსვამენ ქალებს 55 წლის შემდეგ. მაგრამ ეს დაავადება ახალგაზრდებშიც გვხვდება. სისხლდენა მენსტრუაციის დაწყებამდე, ან დასრულების შემდეგ, ციკლის მუდმივი დარღვევები- კიბოს გავრცელებული სიმპტომებია.

4. დაღლილობა

ონკოლოგიური ავადმყოფები ხშირად უჩივიან დაღლილობას მიზეზების გარეშე.

5.
საჭმლის ერთი პორცია დიდად გეჩვენებათ


თუ საკვების მიღების დროს, ჩვეულებრივი პორცია დიდად გეჩვენებათ, ამ სიმპტომს ყურადღება მიაქციეთ. კვლევის თანახმად, ეს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. შესაძლებელია მას სხვა პრობლემაც იწვევს, მაგრამ კიბოს დროს, მდგომარეობა სწრაფად უარესდება.

6. ტკივილი სექსის დროს

ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ბევრ გინეკოლოგიურ პრობლემაზე მიანიშნებს, მათ შორის საკვერცხეების კიბოს ნაადრევ სტადიაზე. ამ ტკივილს ხშირად თან სდევს ტკივილი მუცლის ქვედა არეში და საპირფარეშოში წასვლის სურვილი.

7. გულისრევის შეგრძნება და ღებინება

ეს 2 სიმპტომი შეიძლება იყოს სხვა დაავადების მანიშნებელიც. მიაქციეთ ამ სიმპტომებს ყურადღება, მათ ხშირად თან სდევს დიარეა, კუჭის შეკრულობა, ან მუცლის შებერილობა.

8. მუცლის შებერილობა

მუცლის შებერილობა და აბდომინალური ტკივილი საკვერცხეების კიბოს კიდევ ერთი გავრცელებული ნიშანია. ექიმების თქმით, ზოგ პაციენტს მუცელი იმდენად ეზრდება, რომ ფაქტობრივად ფეხმძიმობის დროს მუცლის ზომებს იმეორებს. თუ ცხოვრების წესი, რეჟიმი არ შეგიცვლიათ, ხოლო მუცელი იზრდება, აუცილებლად გაესაუბრეთ ექიმს.

9. თმის აქტიური ზრდა, ან ცვენა

ზოგი პაციენტი ისეთ სიმპტომს უჩივის, როგორიცაა უფრო მუქი ფერის თმის აქტიური ზრდა. პაციენტების ნაწილს თმის ცვენის პრობლემა აწუხებს.

10. კუჭის შეკრულობა

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და მუცლის არე კიბოს სიმპტომებს ხშირად “ამჟღავნებენ”, განსაკუთრებით კი, ნაადრევ სტადიებში.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
21-09-2017
მეხუთეკლასელმა  ბავშვმა  ტეხასიდან,  ბიშოპუ  კარიმ  ახალი  რაღაც  გამოიგონა,  რომელიც  მსოფლიოს  ცეცხლწაკიდებულ  ავტომობილში  ან  თუნდაც  გადახურებულ  ავტომობილში  სიკვდილისგან  იხსნის.  ბიჭმა  გამოიგონა  ''ოაზისი'' – რომელიც  ერთდროულად  წმენდს  ჰაერს  და  იძლევა  საშიშროების  სიგნალს.




ბიშოპს  ეს  იდეა  მას  შემდეგ  მოუვიდა,  რაც  მისი  პატარა  მეზობელი  გადახურებულ  ავტომობილშ  გარდაიცვალა.



ახალგარზდა  გამომგონებლის  ხელში  ჯერჯერობით  მხოლოდ  3დ  მოდელი  უჭირავს,  მაგრამ  არ  იცის  რამდენად  შეძლებს  ამ  პროდუქტის  წარმოებას  დიდი  მასშტაბით.



იმისათვის  რომ  ეს  პროდუქტი  გამოუშვან  ახალგზარდა  გამომგონებლის  მამამ  მიმართა  სერვის  GoFundMe–ს  დახმარებისათვის,   სადაც  ფიქრობენ,  რომ  ბიჭს  სავარაუდოდ  $24 000  გამოუყოფენ.






მთვლელები