ვიდეო - ძაღლი საავადმყოფოში მომაკვდავ პატრონს ემშვიდობება
სოციალურ მედიაში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ძაღლი საავადმყოფოში მომაკვდავ პატრონს ემშვიდობება.

რაიან იესენი საავადმყოფოში ტვინის ჰემორაგიული ინსულტით გასულ თვეს მოათავსეს. მეგობრებმა 33 წლის მამაკაცს კლინიკაში საკუთარი ძაღლი - მოლი მიუყვანეს.

ვიდეო, რომელიც სოციალურ მედიაში პირველ დეკემბერს აიტვირთა, უკვე 87 000 გაზიარება და 9.1 მლნ ნახვა აქვს.

იესენის ოჯახის წევრების განცხადებით, პაციენტი სიცოცხლეს რამდენიმე ადამიანს შეუნარჩუნებს. კერძოდ, 33 წლის მამაკაცის გულს საშობაოდ, 17 წლის მოზარდს გადაუნერგავენ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები