,,დგას და იყინება დედაჩემი... ვინ იცის რამდენი ტკივილი გამიყოლებია... არ ვარ მე კარგი ადამიანი“
,,დგას და იყინება დედაჩემი... ვინ იცის რამდენი ტკივილი გამიყოლებია... არ ვარ მე კარგი ადამიანი“
„ვინ იცის რამდენი ამოოხვრა და ტკივილი გამიყოლებია სამსახურში მიმავალი დედაჩემისთვის“ -წერს პოეტი თორნიკე ნაროზაული და ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს.
თორნიკე ნაროზაული: „სამსახურში მივდივარ. ქაშვეთთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელით გადავდივარ. ვხედავ ამ ხნის მანძილზე პირველად არ ზის კიბეებზე შუა ხნის ქალი,
რომელიც ჩუმად, უთქმელად ითხოვს მოწყალებას. გამიკვირდა. ამ ფიქრებში გართული გავცდი დაახლოებით იგივე ასაკის მეეზოვე ქალს და მის ამოხვნეშას მოვკარი ყური.
თითქოს ორ ტონიანი ლოდი ამკიდეს მხრებზე - ძლივს ამოვფორთხდი კიბეებზე.
ვფიქრობ დაღლისა და სიცივის ბრალი იყო ეს ამოხვნეშა ან უფრო დიდი მიზეზიც არსებობს, მაგრამ რაც გინდა იყოს - უნებურად წარმოვიდგინე ამ ქალის ადგილას დედაჩემი და ძლივს ამოვისუნთქე.

დედაჩემი ჩვეულებისამებრ ადგა დილით, სანამ მე და მამა გავიღვიძებდით. დარეცხა ჭურჭელი. მიალაგა სახლი. დაგვახვედრა დილის საუზმე და საგზალი სამსახურისთვის. გააუთოვა ტანსაცმელი. გამომისტუმრა მე და ახლა თვითონაც მოემზადება. წაიღებს მცირე საგზალს და წავაა ისნის ბაზრობაზე, სადაც ბავშვის ტანსაცმელს ყიდის, რომ თავის დიდ ბავშვებს საჭმელი მოუტანოს სახლში.
დგას და იყინება დედაჩემი.

ვინ იცის რამდენი ამოოხვრა და ტკივილი გამიყოლებია სამსახურში მიმავალი დედაჩემისთვის.

თუ ყველაზე უკანასკნელი არა, არც არავისზე მეტი არ ვარ - არ ვარ მე კარგი ადამიანი“.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
17-11-2016
ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა. ისე გავცოფდი, ლამის შევთავაზე 10 წლის მანძილზე გადაკარგულ და ფაქტობრივად, შვილის გამო მონად მომუშავე ქალს, რომ მე გავუწევდი შვილის მაგივრობას და მისი შვილად წოდებული ნაგავი არაფერს იმსახურებდა მისგან!

სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები და სქესიდან გამომდინარე, ავტომატურად ეკისრებოდა თმენის ვალდებულება. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოვება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.

უკეთესი შემთხვევაც არსებობს, ამერიკაში წასულმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა, გაიცნო ადგილობრივი მამაკაცი, დაქორწინდა და ქმარს „პენსია“ შეუწყვიტა, რის შემდეგაც ქმარიც და მისი მეგობარი ქალიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამერიკაში დაქორწინებული ემიგრანტი ქალი კი – მომენტალურად „ბოზად“ შეირაცხა, რაც დიდი იმედი მაქვს სულ ფეხებზე ჰკიდია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!
გთხოვთ, დაივიწყეთ გამოთქმა: შვილია და რა ვქნა. წახვალთ, გამოზრდით, დაბრუნდებით და თითქოს უცხო ხართ მათთვის, თითქოს დამნაშავე ხართ, რომ შემოსავლის წყარო მოაკელით და იმდენს ვეღარ ხარჯავთ მათ გართობაში.
კი ბატონო, ამაში ლომის წილი თქვენია, თქვენ გაანებივრეთ ქმარი, შვილის ნაცვლად კიდევ – დედის კალთას გამოკერებული, ვერ რეალიზებული არსება გამოზარდეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. აიძულეთ იცხოვროს, როგორც ზრდასრულმა ადამანმა და ეს არასდროს არის გვიან.
პრობლებემის დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.
იფიქრეთ ცივი გონებით, გჭირდებათ კი შვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა ფინანსურად უზრუნველყოფთ და საერთოდ არ ფიქრობს თქვენს ბედნიერებაზე?
წადით ქმართან ერთად, თუ კონტრ არგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის
ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა და ფინანსური ჩავარდნებიც ხშირად გვქონდა. ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!

ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის“ ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.

როგორ არ გრცხვენიათ მუქთახორა და უმადურო შვილებო?!



შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები