ადამიანობა დაკარგული ადამიანები-“დღეს, ჩვენი საზოგადოება ჩემს თვალში მოკვდა!”
ადამიანობა დაკარგული ადამიანები-“დღეს, ჩვენი საზოგადოება ჩემს თვალში მოკვდა!”
ცხოვრებაში ძალიან ბევრ უსამართლობასა და არასასიამოვნო სიტუაციას შევსწრებივარ, თუმცა ყოველთვის მქონდა იმის განცდა, რო, ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და გამოსწორებადია…
რაც დროს გადის, უფრო ვრწმუნდები, რომ ჩვენი საზოგადოება დღითიდღე ბოროტდება, თანდათან კარგავს ადამიანურ სახეს…
შესაძლოა ეს ბევრისთვის გასაკვირი კი არა საწყენიც აღარაა, რადგან ბუნებრივად შეეგუვნენ ამ პროცესს.
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საზიზღარი საზოგადოება ვართ!
საკუთარი თავის იქით არავინ გვახსოვს, გულსაც ვეღარაფერი გვიჩუყებს…
გაყინული სახეებითა და შეუგნებელი გონებით მივყვებით იმ გზას, რომელიც შესაძლოა სულაც არ არის ჩვენი!
ჩვენ გადავიქეცით იმ ბრბოდ, რომელმაც არ იცის, რის გამო
ქოლავს გარიყულს, რის გამო ესვრის ქვებს… ამ ბრბოში თითოეულმა მათგანმა იცის, რომ თუ გამოეყოფა, იმასაც ჩაქოლავენ, ამიტომ მის ნაწილად ყოფნას არჩევს თავის გადასარჩენად…
თუმცა ყველაზე დიდი საშინელება ის არის, რომ შეცოდების უნარი დავკარგეთ.
ის უნარი, რომელიც ადამიანობის ერთ-ერთი ძირითადი განსაზღვრელია.
დღეს, ადამიანობა დაკარგული ადამიანებით სავსე ავტობუსში, გაყინული, საბრალო მოხუცისთვის ადგილი ვერ(არ) გამოინახა!
ამაზრზენია, ამ სახეების ყურება, უძრავად მდგარი ადამიანებისა, რომლებას ოდნავ შევიწროვებაც კი ეძნელებათ, იმისთვის რომ მოხუცმა ავტობუსსში ამოსვლა და (დაჯდომას ვინ ჩივის) დადგომა შეძლოს!
დღეს, ჩვენი საზოგადოება ჩემს თვალში მოკვდა!
მეც ამ საზოგადოებაში შევდივარ, მეც ამ ავტობუსსში ვიმყოფებოდი და ცალი ფეხის დასადგამი ადგილი მოძებნის შემდეგ, რომელი ზუსტად ავტობუსის კართან მთავრდებოდა, ვერ “ვიძალავე” ,რომ გაენძრიათ”ერთი ადგილები” და ცოტა გადაწეულიყვნენ!
ჩემი უსუსურობის გამო საბრალო მოხუცი გაჩერებაზე დარჩა!
სიცივეში!
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
მთვლელები