მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!
მშობლებო, თავი დაგვანებეთ ზრდასრულ შვილებს!
29 წლის მანძილზე იმდენ გაუბედურებულ, ჩარჩოებში მოქცეულ, სხვისი სურვილებით მცხოვრებ, დაკომპლექსებულ ადამიანს შევხვდი, რომ… და დღესაც, მაჟრიალებს, როცა ყურში შემდეგი ფრაზები მხვდება (განსაკუთრებით 25+ ასაკის ადამიანებისგან):

მამაჩემი არ მიშვებს
აუ დედაჩემმა არ გაიგოს
სიგარეტიანს ნუ მიღებ ფოტოს, სახლში არ იციან
დედაჩემს არ მოსწონს ჩემი გოგო/ბიჭი და რა ვქნა
ოჯახს ვერ შევარცხვენ…
პრობლემა შვილებშიც არის, გეთანხებით, მაგრამ რატომ არ შევიძლია შევიგნოთ, რომ ზრდასრულ ადამიანებს გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჩვენი, მხოლოდ ჩვენი და არა მშობლების, ნათესავების და მეზობლების ბედნიერებისთვის.

შვილი არ არის სათამაშო და არც დეკორაცია ჩვენი ცხოვრების, მათ საკუთარი სურვილები, მისწრაფებები და მიზნები აქვთ, რომლებსაც სამწუხაროდ გონება დაბნელებული მშობლები ვერ ან არ ხედავენ და საკუთარ პრინციპებს სწირავენ.

მუცლად ყოფნის შემდეგ, დაბადებისას დედა და შვილი ხდებიან დამოუკიდებელი ინდივიდები, ვჭრით ჭიპლარს მარტივად, თუმცა ამავე ჭიპლარის ფსიქოლოგიური გადაჭრა გაცილებით მძიმე და რთული პროცედურაა.

ხალხი რას იტყვის? – ამ ფრაზის გაგონებისას ჟრუანტელი მივლის და ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება იყოს შენი შვილის ბედნიერებაზე გაცილებით (ან თუნდაც ოდნავ) ძვირფასი, ნაცნობი თუ უცნობი საზოგადოების აზრი!
ძვირფასო კომუნისტო და დიქტატორო მშობლებო:

სწორედ თქვენს კისერზეა თქვენი მოტაცებული გოგონას ცოდვა, რომელიც პოტენციურ ქმართან მხოლოდ იმიტომ დატოვეთ, რომ „ხალხს“ არ ეფიქრა, რომ სექსი ჰქონდა.
იმ დაქორწინებული გოგონას ცოდვაც, რომელსაც აიძულებთ ქმრის ფიზიკური თუ მორალური აგრესია აიტანოს, იმის შიშით, რომ განქორწინებული ქალის შებღალული სახელით ისევ და ისევ თქვენ არ „შეგარცხვინოთ“
იძულებით „დაოჯახებული“ და ვერ დაშორებული, მოკლული თუ მკვლელი შვილების უბედურებაც
ის ბავშვებიც, რომელთა გამოც ოჯახის დანგრევას ეწინააღმდეგებით, უფრო სწორად თქვენს უგულობას „აპრავებთ“, დარწმუნებული ვარ – ასევე ფეხებზე გკიდიათ და ისევ საზოგადოების აზრის შიშამდე მივდივართ. თქვენ რომ ბავშვი იყოთ, რომელს აირჩევდით, ორ ბედნიერ მშობელს ცალცალკე, თუ – ერთად, ყოველდღე ცემა ტყეპის თუ კივილ-წივილის სცენებით? უნდათ რო ბავშვებს ასეთი „ოჯახი“?
გიფიქრიათ, რომ ასეთი ბავშვებიც პოტენციურ მოძალადეებად ყალიბდებიან და ეს მოჯადოვებული ჯაჭვი უსასრულოდ გრძელდება?
თქვენი უბედური ბიჭის ცხოვრების სიმძიმეც თქვენს კისერზეა, რომელსაც ცოლი თქვენი ხელით მოუყვანეთ, რომ შესაფერისობის პრინციპი დაგეცვათ და მისი ბედნიერებაც ფეხებზე გკიდიათ
ბავშვობაში ხომ გიყვარდით, ხომ გვანუგეშებდით, როცა რამე გვტკიოდა, გვივლიდით, ჩვენზე ზრუნავდით, შემდეგ რა მოხდა? ისევ ჩვენივე ბედნიერებაზე ზრუნავთ? ჩვენზე უკეთ იცით, რა არის ჩვენი პრიორიტეტები და ბედნიერების განმაპირობებელი კრიტერიუმები?
იქნებ დაფიქრდეთ, თქვენ ბედნიერი ხართ ამ ყველაფრით? განსაკუთრებით, როცა საზოგადოება ასეც და ისეც, თქვენზე მაინც იჭორავებს და პლუს გაუბედურებული შვილები გრჩებათ ხელში?

გავმეორდები, ეს ყველაფერი დამოუკიდებლობის დეფიციტის მქონე ახალგაზრდების პრობლემაა, რომლებსაც არ შეუძლიათ უბრალოდ ადგნენ და წავიდნენ სახლიდან, როცა მშობლებს მათი ბედნიერება საერთოდ არ ადარდებთ და საკუთარ „პრესტიჟს“ შვილების ცხოვრებას სწირავენ. თუნდაც დამოუკიდებელი იყო და ყველაფერს ისე აკეთებდე, როგორც გინდა – მაინც საშინლად დამთრგუნველია, როცა ყოველ საღამოს ვიღაც, დედად თუ მამად წოდებული დაგჩხავის, რომ შენ მათ ოჯახს არცხვენ, მხოლოდ იმიტომ, სახლში გვიან მოდიხარ და ამას მეზობლები ხედავენ, ან დადიხარ ხშირად საყვარელ ადამიანთან ერთად და რამე არ იფიქროს ხალხმა, ან შენი რჩეული საზოგადოებისთვის „უღირსია“…

და მრავალი სხვა მარაზმი.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთხელ ვგრძნობ, როგორ გამიმართლა და რამდენად კარგ და პროგრესულ ოჯახში გავიზარდე.

მადლობა ჩემ მშობლებს, მაგრამ რა დააშავეს იმ შვილებმა, რომლებსაც მშობლების ნაცვლად მონსტრები შეხვდნენ?!

დაგვანებეთ თავი და თუ გვაჩენთ, დაგვიტოვეთ უფლება ვიცხოვროთ ჩვენი კომფორტის ზონაში და ვიყოთ ბედნიერები, ან საერთოდ ნუ გაგვაჩენთ

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
17-11-2016
ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა. ისე გავცოფდი, ლამის შევთავაზე 10 წლის მანძილზე გადაკარგულ და ფაქტობრივად, შვილის გამო მონად მომუშავე ქალს, რომ მე გავუწევდი შვილის მაგივრობას და მისი შვილად წოდებული ნაგავი არაფერს იმსახურებდა მისგან!

სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები და სქესიდან გამომდინარე, ავტომატურად ეკისრებოდა თმენის ვალდებულება. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოვება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.

უკეთესი შემთხვევაც არსებობს, ამერიკაში წასულმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა, გაიცნო ადგილობრივი მამაკაცი, დაქორწინდა და ქმარს „პენსია“ შეუწყვიტა, რის შემდეგაც ქმარიც და მისი მეგობარი ქალიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამერიკაში დაქორწინებული ემიგრანტი ქალი კი – მომენტალურად „ბოზად“ შეირაცხა, რაც დიდი იმედი მაქვს სულ ფეხებზე ჰკიდია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!
გთხოვთ, დაივიწყეთ გამოთქმა: შვილია და რა ვქნა. წახვალთ, გამოზრდით, დაბრუნდებით და თითქოს უცხო ხართ მათთვის, თითქოს დამნაშავე ხართ, რომ შემოსავლის წყარო მოაკელით და იმდენს ვეღარ ხარჯავთ მათ გართობაში.
კი ბატონო, ამაში ლომის წილი თქვენია, თქვენ გაანებივრეთ ქმარი, შვილის ნაცვლად კიდევ – დედის კალთას გამოკერებული, ვერ რეალიზებული არსება გამოზარდეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. აიძულეთ იცხოვროს, როგორც ზრდასრულმა ადამანმა და ეს არასდროს არის გვიან.
პრობლებემის დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.
იფიქრეთ ცივი გონებით, გჭირდებათ კი შვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა ფინანსურად უზრუნველყოფთ და საერთოდ არ ფიქრობს თქვენს ბედნიერებაზე?
წადით ქმართან ერთად, თუ კონტრ არგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის
ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა და ფინანსური ჩავარდნებიც ხშირად გვქონდა. ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!

ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის“ ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.

როგორ არ გრცხვენიათ მუქთახორა და უმადურო შვილებო?!



შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები