“ეგ არის შენი მოსიყვარულე ცოლი?”-ანუ როგორ ვერ “დამკერა” მწვანე თვალება ლადომ ავტოსადგურის მოსაცდელში
“ეგ არის შენი მოსიყვარულე ცოლი?”-ანუ როგორ ვერ “დამკერა” მწვანე თვალება ლადომ ავტოსადგურის მოსაცდელში
წარმოდგენა არ გაგიჭირდებათ, როგორი შეგრძნებაა დილით, როცა წინა საღამოს, სპირტიან სასმელს კომპოტის წვენივით “ეძალობოდი” და თან გაზიან წყალს აყოლებდი, ამ შეგრძნებას უხეშად, რომ ვთქვათ “განგრეული პახმელია” ჰქვია.
ჰო, და ასეთ მდგომარეობაში,ავტოსადგურის მოსაცდელში აჭრილი სახით ვზივარ და ჩემს თავში გამართულ ჭინკების “ტუსოვკას” არ ვიმჩნევ.
ყველაფერს ისიც ემატება, რომ ორი დღის განმავლობაში ფეხზე 10 სანტიმეტრის სიგრძის ფეხსაცმელი გაუხდელად მაცვია, შეიძლება ითქვას ფეხებს საერთოდ ვეღარ ვგრძნობ…
ჩემს გვერდით ვიღაცა ჯდება, მხოლოდ სილუეტს ვამჩნევ და ვხვდები, რომ ადამიანია… ექოსავით ჩამესმა:
– ზარი გამაშვებინე რა. . .
ო, ღმერთო, რა ძნელია პირის გაღება და თქმა რომ ზარის გასაშვები არ გაქვს.
– არც მესიჯი?
მაინც არ მეშვება, დავიჯერო ვერ მამჩნევს რომ თვალებს ძლივს ვახელ? დაელმებული თვალებით ვუყურებ და ვცდილობ რამენაირად მივახვდრო რომ ანგარიშზე საერთოდ არა მაქვს! ისეთი მზერით მიყურებს აშკარად არა სჯერა.
– მე ლადო მქვია
გამეცნო მოულოდნელად( ეს უბედური რას იტნჯებოდა, თუ გაცნობა უნდოდა პირდაპირ ეთქვა.) გავიფიქრე და ჩემდაუნებურად გამეღიმა
– შენ რა გქვია?
დავფიქრდი რა სახელი მეთქვა და ვუთხარი სახელი რომელსაც მაშინ ვამბობ როცა ვინმეს ვატყუებ.
– თამუნა. . .
– ლამაზი ღიმილი გაქვს თამო...
თან ისეთი მზერა მტყორცნა რამის თავიდან დავთვერი.
დაკვირვებული ვარ, ბიჭებმა ყოველთვის შეუფერებელ დროს იციან გაცვეთილი კომპლიმენტების თქმა. ისე ამას რა ვუთხარი, რომ ჩემი ღიმილი მოეწონა
_ წამო სადმე გავისეირნოთ...
-მეზარება
საკმაოდ მკვახედ ვუპასუხე.
– კაი რა გეზარება, მინდა გაგიცნო და ვისაუბროთ.
უეცრად მისი თვალების ფერი დავაფიქსირე და გავიფიქრე, აქამდე რატომ ვერ შევამჩნიე ამ ბიჭს მაგარი თვალები რომ აქვს მეთქი
– აქ ხომ ვსაუბრობთ უკვე, სად უნდა გაისეირნო?
– აქ რა გვინდა, სადმე პარკში დავსხდეთ.
“აუ,პარკშიო, ეტყობა ფული არა აქვს”.
მერე გონებაში გადავხედე იმ სიტუაციას, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით:
ავტოსადგურის მოსაცდელში, ვიღაცა მოცლილი, მაგრამ სიმპათიური, მწვანე თვალება ბიჭი ცდილობს დაკეროს,
ალეწილ სახიანი გოგო, რომელიც “განგრეულ “პახმელიაზეა”.
იმდენად სასაცილოდ მომეჩვენა, რომ გიჟივით ავტეხე სიცილი.
მწვანეთვალება ლადოს მოულოდნელმა “ჩართვამ” შემაწყვეტინა:
– ნომერი მომე
წარბის აწევა და ნელი მოძრაობით თავის მობრუნება მოვახერხე
_გეფიცები არ შეგაწუხებ, უბრალოდ მოგიკითხავ ხოლმე.
საწყალი კატის თვალებით შემომხედა.
– შეყვარებული მყავს . . .
– მერე რა, მეც მყავს ცოლი.
რაო?! ჩემს თავში რაღაცამ განგაშის სიგნალი ჩართო, მაგრამ უცებ ჩაწყნარდა, არ მჯერა
– ცოლი? მერე და სადაა შენი ცოლი?
– სახლშია, ბავშვს უვლის.
მიპასუხა ამაყი და გამაძღარი ძაღლის იერით
– მერე იცის შენმა ცოლმა სხვა გოგოს რომ კერავ?
– არა რატო უნდა იცოდეს, რა მაგის საქმეა?
– დარწმუნებული ხარ, რომ ეხლა შენი ცოლი სახლშია და შენ გელოდება?
– აბა რა, ჩემი ცოლი ჩემი ერთგულია, ძალიან ვუყვარვარ.
მართალია “პახმელიაზე” ვიყავი, მაგრამ ჩემში მაინც გაიღვიძა იმ ქალის პოზიციამ, რომელსაც ღალატობენ და საოცრად მომინდა ლამაზ სიფათში მწარედ გამელაწუნებინა, რომ უეცრად წამოხტა, გაფართოებული თვალებით ფანჯარას მივარდა და წამოიძახა:
– ჩემი ცოლი!
ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, მაღალი, ქერა თმააწეწილი გოგო (უფრო ნაშას გავდა) ვიღაც წვერმოშვებულ კაცთან ერთად მიიკლაკნებოდა.
ჩემს ზურგს პატარა ბავშვივით ამოეფარა და ბოღმიანად გამოსცრა კბილებიდან:
– ნეტა ვისთან ერთად დაეთრევა ეს ბოზი?!
– ეგ არის შენი მოსიყვარულე ცოლი?
ვკითხე და ირონიულად გავუღიმე, შკარად არ ესიამოვნა.
ახლა უკვე იმ ძაღლს ჰგავდა, კატის საჭმელი რომ ძალით აჭამეს. სამაგიეროდ მე მაგრად ვიხალისე, მგონი „პახმელიაზეც“ გამოვედი.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
17-11-2016
ამასწინათ ერთ ჩემ არც თუ ისე შორეულ, 26 წლის ნაცნობს კონფლიქტი ჰქონდა ემიგრანტ დედასთან – ფული დროზე გამომიგზავნე და ბინა მიყიდე, თორემ ჩამოვალ და მოგკლავო, ემუქრებოდა. ისე გავცოფდი, ლამის შევთავაზე 10 წლის მანძილზე გადაკარგულ და ფაქტობრივად, შვილის გამო მონად მომუშავე ქალს, რომ მე გავუწევდი შვილის მაგივრობას და მისი შვილად წოდებული ნაგავი არაფერს იმსახურებდა მისგან!

სხვა ქეისიც იყო ადრე, ქალი 7 წელი ინახავდა ქმარს და შვილებს, ქმარი თავის მხრივ საყვარელს და ამას იმით ხსნიდა, რომ ამდენი ხანი სექსის გარეშე აბა როგორ ეცხოვრა. თითქოს ემიგრანტ ცოლს არ ჰქონდა ბუნებრივი მოთხოვნილებები და სქესიდან გამომდინარე, ავტომატურად ეკისრებოდა თმენის ვალდებულება. ჩამოვიდა და დახვდა გაუცხოვება მთელი ოჯახის მხრიდან, თითქოს დანაშაული ჩაიდინა, რომ დაბრუნდა და ოჯახს შემოსავალი მოაკლო.

უკეთესი შემთხვევაც არსებობს, ამერიკაში წასულმა ჩემმა ნაცნობმა ქალმა, გაიცნო ადგილობრივი მამაკაცი, დაქორწინდა და ქმარს „პენსია“ შეუწყვიტა, რის შემდეგაც ქმარიც და მისი მეგობარი ქალიც შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ამერიკაში დაქორწინებული ემიგრანტი ქალი კი – მომენტალურად „ბოზად“ შეირაცხა, რაც დიდი იმედი მაქვს სულ ფეხებზე ჰკიდია.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მინდა რამდენიმე თხოვნით მოგმართოთ, ძვირფასო და კეთილო ემიგრანტო ქალებო:

დაიმახსოვრეთ, რომ თქვენ არ გაქვთ მუქთახორა ქმრების და სრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულება, ძიძად აქაც იმუშავებთ და გარკვეული შემოსავალიც გექნებათ, თუ ფუფუნებაში უნდათ ცხოვრება, კეთილი ინებონ და ასწიონ თავადაც ერთი ადგილი!
გთხოვთ, დაივიწყეთ გამოთქმა: შვილია და რა ვქნა. წახვალთ, გამოზრდით, დაბრუნდებით და თითქოს უცხო ხართ მათთვის, თითქოს დამნაშავე ხართ, რომ შემოსავლის წყარო მოაკელით და იმდენს ვეღარ ხარჯავთ მათ გართობაში.
კი ბატონო, ამაში ლომის წილი თქვენია, თქვენ გაანებივრეთ ქმარი, შვილის ნაცვლად კიდევ – დედის კალთას გამოკერებული, ვერ რეალიზებული არსება გამოზარდეთ, მაგრამ ყველაფერი გამოსწორებადია. აიძულეთ იცხოვროს, როგორც ზრდასრულმა ადამანმა და ეს არასდროს არის გვიან.
პრობლებემის დიდი ნაწილი სათავეს გაუნათლებლობიდან და სიბნელიდან იღებს! ეცადეთ ბავშვობიდან ჩაუნერგოთ ბავშვებს, რომ ყველას ჩვენი ცხოვრება გვაქვს და სრულწლოვანება დამოუკიდებლობის სინონიმი უნდა გახდეს.
იფიქრეთ ცივი გონებით, გჭირდებათ კი შვილი, რომელსაც მხოლოდ მაშინ უყვარხართ, როცა ფინანსურად უზრუნველყოფთ და საერთოდ არ ფიქრობს თქვენს ბედნიერებაზე?
წადით ქმართან ერთად, თუ კონტრ არგუმენტი ის არის, რომ კაცი ძიძად ვერ იმუშავებს, მშენებლობაზე დაასაქმებთ, ან მებაღედ, ან პროფესიის შესაბამის სამსახურს მოძებნის
ჩემი ოჯახი მდიდარი არასდროს ყოფილა და ფინანსური ჩავარდნებიც ხშირად გვქონდა. ნებისმიერ ასაკში, ოდესმე რომ დედაჩემს ეთქვა, წლობით უნდა გადავიკარგო, რომ შენ უზრუნველყოფილი ცხოვრება გქონდესო, იმავე დღეს გავიდოდი ქუჩაში და ვიმუშავებდი ნებისმიერ სამსახურში, ოღონდ დედა ჩემს გვერდით შემენარჩუნებინა!

ვერანაირი ფინანსური კომპენსაცია ვერ შემიცვლიდა დედას და მის გარეშე „მაძღრობის“ ნაცვლად, უალტერნატივოდ ავირჩევდი მასთან ერთად შიმშილს.

როგორ არ გრცხვენიათ მუქთახორა და უმადურო შვილებო?!



შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები