თუ ვინმეს ხელის გულზე შავ წერტილს შენიშნავთ, პოლიციას დაუკვაშირდით!
თუ ვინმეს ხელის გულზე შავ წერტილს შენიშნავთ, პოლიციას დაუკვაშირდით!

ამბობენ, სახლი ის ადგილია, სადაც გულიაო. დიახ, წესით სახლი ყველაზე მშვიდი და უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს მსოფლიოში. სამწუხაროდ, ეს ყველა შემთხვევაში არ არის მართალი, განსაკუთრებით, მათთვის ვინც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ხდება.


ინგლისელმა ქალმა, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, ამ პრობლემის გადასაჭრელად კამპანია წამოიწყო.


შავი წერტილის კამპანია მარტივი გადაწყვეტაა ოჯახში ძალადობის შესაჩერებლად. მსხვერპლი ხელის გულზე შავ წერტილს იხატავს. ეს იმის მანიშნებელია, რომ მას ოჯახში ავიწროებენ. ამ დროს ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ მოძალადე მას უთვალთვალებს და უსმენს.



შავი წერტილის კამპანიის ფეისბუკ გვერდზე წერია:

„ეს იდეა შეიქმნა
იმისთვის, რომ მსხვერპლმა დაიხატოს წერტილი იმასთან, ვისაც ენდობა, რათა ამ თემაზე საუბარი შედგეს. ყუთის გარედან ფიქრი ის იდეაა, რომელიც მსოფლიოს თვალებს და ყურებს აუხელს ძალადობის შესახებ. ეს იდეა თავდაპირველად ოჯახში ძალადობის ყოფილ მსხვერპლს გაუჩნდა. როცა ადამიანები გვიკავშირდებიან, ჩვენ ვაკავშირებთ იმ პროფესიონალებთან, ვისაც დახმარება შეუძლია. სოციალურ მედიაში ამგვარი კამპანიის წამოწყება, მისი ცნობადობის ამაღლებასთან იყო დაკავშირებული. ეს, რა თქმა უნდა, ის გზა არაა, რომელიც ყველას დაეხმარება. ერთადერთი რაც ამ ადამიანებს ეხმარებათ არის ის, რომ მიხვდნენ: ვინ შეურაცხყოფთ მათ, როგორ მოქმედებს ეს მათზე და როგორ იპოვონ დახმარება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც უსაფრთხოებაა. თუ ვინმეს ხელზე ამ შავ წერტილს დაინახავთ, რელევანტურ ადამიანთან დააკავშირეთ. ინტერვენცია და მხარდაჭერა მხოლოდ პროფესიონალების მიერ უნდა იქნეს მიღებული.

სამწუხაროდ, ამ არაჩვეულებრივ იდეას ჯერ კიდევ ბევრი არ იცნობს. არ გაუგიათ ამის შესახებ ექიმებს, სოციალურ მუშაკებს და თავად მსხვერპლებსაც კი. ბევრმა პროფესიონალმა ამ პრაქტიკის შესახებ არ იცის. ამიტომ სოციალური ქსელი ამ შემთხვევაში ბენეფიტური შეიძლება აღმოჩნდეს.

იცნობთ ვინმეს, ვისაც შავი წერტილის კამპანია დაეხმარა? გთხოვთ, გააზიაროთ, რადგან ძალადობა ოჯახში კრიმინალია.




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
loading...
loading...
მთვლელები