აი რაზე ოცნებობს ცნობილი მოდელი კენდალ ჯენერი!
აი  რაზე  ოცნებობს  ცნობილი  მოდელი  კენდალ  ჯენერი!
კარდაშიანების ვარსკვლავური ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი – მოდელი კენდალ ჯენერი, არ მალავს საკუთარ ამბიციებს და აღიარებს, რომ ლეგენდარული სინდი კროუფორდის კარიერაზე ოცნებობს.

20 წლის ჯენარი, რომლეიც ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ”ყდის სახე” გახდა, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობად სახედ ითვლება, თუმცა, კენდალი არა ხანმოკლე პოპულარობაზე, არამდე ხანგრძლივ წარმატებულ კარიერაზე ოცნებობს.

”ახალს არაფერს ვეძებ, უბრალოდ მინდა ჩემი კარიერა წარმატებული და ხანგრძლივი იყოს. ვცდილობ მივბაძო კროუფორდის მაგალითს, რადგან მას ზუსტად ისეთი ცხოვრება აქვს, როგორზეც მეც ვოცნებობ”, – აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ჯენერმა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
14-09-2017
ქორწილში ყოველთვის ლამაზად უნდა გამოვიყურებოდეთ. თუმცა ცნობილი ფრაზა, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს მთელ დღესასწაულს ჩაგაშხამებთ. სილამაზესთან ერთად უნდა ვიფიქროთ კომფორტსა და სხვადასხვა ნორმებზე, რომ თეთრი ყვავივით არ გამოვიყურებოდეთ..



თეთრი კაბა



როგორც წესი, ყველა ქორწილში არის ერთი ადამიანი, რომელიც თეთრ ან შამპანიურისფერ სამოსში ცხადდება და ქორწილი ორ პატარძლიანი ხდება. მოერიდეთ ქორწილში თეთრი კაბის ტარებას, თუ არ გინდათ რომ პატარძლის რისხვა დაგატყდეთ თავს. თუ მაინცდამაინც ღია ფერის ჩაცმა გსურთ აირჩიეთ კრემისფერი ან მოვარდისფრო თეთრი.



სრულიად ახალი სტილეტოების წყვილი



ეს თქვენი შანსია, რომ ყველაფერი ახალი და ლამაზი წარმოაჩინოთ. მაგრამ ახალი სტილეტოების მოსინჯვა, მაშინ როდესაც მთელი დღის განმავლობაში მაგიდიდან მაგიდამდე სიარული და ცეკვა მოგიწევთ, არც თუ ისე კარგი აზრია..



ჟღარუნა სამკაული



ჯვრისწერისას სიმშვიდე სუფევს ტაძარში, თქვენი ხელის ყოველი მოძრაობა კი დიდი ზარების რეკვაა.



ძალიან გამომწვევი ტანსაცმელი



თუ ტანსაცმელი ტანზე კარგად გადგათ, ეს იმას არ ნიშნავს რომ დისკომფორტს არ შეგიქმნით. მისი მოხერხებულობა წინასწარ შეაფასეთ კიბეებზე ასვლით, სკამზე ჯდომით და ა.შ.
მთვლელები