აი ამ ცნობილი მშობლების შვილია ულამაზესი ტაკო ნაცვლიშვილი
აი  ამ  ცნობილი  მშობლების  შვილია ულამაზესი  ტაკო  ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილს ალბათ უკვე ყველა იცნობს. ამ ქართველმა გოგონამ საკმაოდ დიდ მწვერვალებს მიაღწია მსოფლიო მოდის სამყაროში და ბოლო დროის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია. თაკო მედიის ყურადღების ცენტრშია და მისი ყველა მორიგი წარმატებული ნაბიჯი თუ უბრალოდ ცხოვრებისეული ამბები ყველასთვის საინტერესოა. დღეს მის მშობლებს უფრო ხშირად ისე იხსენიებენ, როგორც თაკოს მშობლებს, თუმცა სინამდვილეში, საკმაოდ წარმატებული და ცნობილი ადამიანები არიან და ახალმა თაობამ იქნებ არც იცის, რომ თაკოს დედა ასევე ყოფილი მოდელია, ულამაზესი ნინო ცქიტიშვილი. მამა კი - ყოფილი და ბევრისთვის საყვარელი კალათბურთელი ვატო ნაცვლიშვილი. სხვათა შორის, თაკოს ბიძაც არანაკლებ განთქმული ჰყავს - მისი დედის ძმა ნიკა ცქიტიშვილი წარმატებული ქართველი კალათბურთელია.
თაკოს უმცროსი და-ძმა ჰყავს და მისი ლამაზი დედიკო კიდევ ერთ - მეოთხე შვილზეა ორსულად.   იხილეთ  ფოტოგალერეა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
11-09-2016
რეშმა ქურეში 17 წლის იყო, როცა მისი დის ყოფილმა ქმარმა სახეში მჟავა შეასხა. ეს ამბავი ჩრდილოეთ ინდოეთში მოხდა. მას შემდეგ, რაც მას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და კანის დაზიანებული ნაწილი გადაუნერგეს, რეშმამ გადაწყვიტა, რომ თავი მიეძღვნა საქმისთვის, რომელიც საშინელი ტრადიციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ეხება. ამჟამად რეშა 19 წლისაა.

ნიუ იორკის მოდის კვირეულზე რეშმამაც მიიღო მონაწილეობა და პოდიუმზე მაყურებლის წინაშე წარსდგა.

,, რატომ არ ვართ ცხოვრებით კმაყოფილები? რაც ჩვენს თავს მოხდა ჩვენი ბრალი არ არის, ჩვენ არაფერ დაგვიშავებია, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა სიცოცხლისთვის”, – უთხრა რეშმამ გარდიანს.






შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები