"ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია"
"ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია"
"ერთი ქალი მოვიდა - თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!"

მსახიობი გიორგი ყიფშიძე აგვის­ტოს ზღვისპირეთში ატარებს. დასვენებასა და მუშაობას ერთმანეთს კარგად უთავსებს...


- გიორგი, სად ხარ, როგორ ხარ?

- ქობულეთში, ჩემი მეგობრის კლუბში, სადაც ბარმენად და პიარის "პონტში" ვმუშაობ. აგვისტოს აქ ვატარებ. "ვგულაობთ", ვერთობით...

- ბარმენის
ამპლუაში შენი დანახვისას სტუმრებს როგორი რეაქცია აქვთ?

- რას ლაპარაკობ? ერთი ქალი მოვიდა - როგორ, თქვენ დაცვის გარეშე ხართო?!. მოვკვდი სიცილით... - ღადაობთ, ქალბატონო-მეთქი? - ვუთხარი (იცინის). ამ ამპლუაში ჩემი დანახვა ზოგს ძალიან უკვირს, ზოგს - უხარია, ზოგიც - ამ ფაქტის გამო გვსტუმრობს... მოკლედ, სხვადასხვანაირი რეაქცია აქვთ.

- ჯაზფესტივალზე შეგნიშნეთ... გიყვართ ჯაზი?

- ჯაზი ძალიან მიყვარს! მამამ შემაყვარა. თავდაპირველად, ჯაზის არ მესმოდა - ინტელექტუალურ მუსიკად მიმაჩნია. თჰე Bეატლეს-ის და Qუეენ-ის მუსიკაზე გავიზარდე. მერე მამამ მაილზ დევისის კონცერტების ვიდეოჩანაწერი მაჩვენა... დღეს ვერ ვიტყვი, რომ ჯაზის მცოდნე ვარ, მაგრამ ასე თუ ისე, მოყვარულის დონეზე საუბარი შემიძლია. ჯაზი ძალიან მიყვარს. სხვა ჟანრის მუსიკაც მომწონს, მაგალითად - ოპერასაც ვუსმენ, როცა საჭიროა, ელექტრომინიმალსაც... გააჩნია, როგორ სიტუაციაში მოვხვდები.

- გიორგი, რომანტიკული ხარ?

- კი, ვარ. განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მთვლელები