"ტურისტებისთვის ფულის ასეთი მასშტაბური დაცინცვლა, რაც საქართველოში ხდება, არსად მინახავს"
"ტურისტებისთვის ფულის ასეთი მასშტაბური დაცინცვლა, რაც საქართველოში ხდება, არსად მინახავს"
ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს:

"ივლის-აგვისტოში 21 ქვეყნის ტურისტებთან მქონდა ურთიერთობა.

მათზე დაყრდნობით, შემიძლია მცირე დასკვნა გამოვიტანო:

ნახევარი საქართველო მათ ატყუებს რესტორანში, ტაქსიში, სასტუმროში, კურორტებზე, გარევაჭრობის დახლებთან, ტურებში და კიდევ ათას ადგილას.

მათ, ლამის ყველაფერში გაოთხმაგებულ ფასს ახდევინებენ.

ეს ხდებოდა თბილისის აეროპორტში, დედაქალაქის ძველ უბნებში, ანანურთან, გუდაურში, ყაზბეგში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და სხვა ტურისტულ ადგილებში. უკეთსი მდგომარეობა მცხეთა-სიღნაღსა და თუშეთში იყო. ამ ხნის მანძილზე, სვანეთში არ ვყოფილვარ და არ ვიცი, იქ რა ხდება.

აუცილებელია, ბევრგან ფასი იყოს მითითებული. მათ შორის, აეროპორტებში საქალაქო თუ საქალაქთაშორისო მგზავრობაზე (ამის პრაქტიკა ბევრგან არის). გარევაჭრობის შემთხვევაში, ალბათ, ეს ძალიან რთულია.

რა ვიცი, ძალიან ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ. გამონაკლისი ყველგან ხდება, განსაკუთრებით თურქეთშია ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა, მაგრამ ფულის ასე მასშტაბური და ლამის სახალხო დაცინცვლა ნამდვილად არსად მინახავს.

ამას ჰქვია ქართული სტუმართმოყვარეობა და პატიოსანი საქმე," - წერს გოგა.







FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მთვლელები