ავსტრალიელი ქალი ევროპაში მომხდარ 3 ტერაქტს გადაურჩა
ავსტრალიელი ქალი ევროპაში მომხდარ 3 ტერაქტს გადაურჩა
26 წლის ავსტრალიელი ჯულია მონაკო ბარსელონის ტერაქტის გარდა, მანამდე ლონდონისა და პარიზის ტერაქტების თვითმხილველი იყო.

გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ჯულია რამბლეს ქუჩის ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე წუთით ადრე შევიდა, სანამ ფურგონი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახებოდა. 2017 წლის ივნისში, ის ლონდონის ტერაქტის დროს ბორო-მარკეტთან ახლოს იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, ის მეგობართან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც საკუთარი თვალით დაინახა პარიზის ღვისმშობლის ტაძართან "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პოლიციელზე თავდასხმა.

"მე არ ვაპირებ სალხში დაბრუნებას. ვაპირებ დავრჩე აქ და ვნახო ყველა ის ადგილი, რომლის ნახვაც დაგეგმილი მქონდა. ვინც არ უნდა იყვნენ ისინი, არ მივცემ გამარჯვების უფლებას", - განუცხადა ჯულიამ ავსტრალიურ გამოცემას.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მთვლელები