ფსიქოლოგების დასკვნით ცხოვრების 4 ეტაპი არსებობს-რომელ ეტაპზე ხართ ახლა?
ფსიქოლოგების დასკვნით ცხოვრების 4 ეტაპი არსებობს-რომელ ეტაპზე ხართ ახლა?
ცხოვრება-დიდი მოგზაურობაა, რომლის დროსაც ჩვენ ფუნდამენტურ ცვლილებებს განვიცდით. ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ ზრდასთან ერთად ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებს გადიან, მაგრამ ეს აბსოლუტურად არაფერ შუაშია ფიზიკურ ასაკთან.
შვეიცარიელი ფსიქოლოგის, კარლ იუნგის სამეცნიერო კვლევის მიხედვით, ადამიანის ქცევა განისაზღვრება მისი ცხოვრების პირველი ან მეორე ფაზით. ამასთანავე ყოველი ეტაპის გავლისას ვიძენთ გამოცდილებას შემდეგი ეტაპის გასავლელად.
ფსიქოლოგების დასკვნით ადამიანს ცხოვრების 4 ეტაპი აქვს:

1. ათლეტური
- ეს არის ეტაპი, როდესაც ადამიანი სამყაროსგან თითქმის ყველაფერს იწოვს. ამ ეტაპზე ადამიანი ჯერ კიდევ არ არის მოწიფული, იგი მხოლოდ თავისი ფიგურითა
და გარეგნობით ხასიათდება. ეს შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებულმა ნარცისიზმმა ან პირიქით საკუთარი თავისადმი ზედმეტად კრიტიკულმა დამოკიდებულებამ. ამ ეტაპის ტიპიური მაგალითები არიან, მოზარდები.

2.მეომარი-ცხოვრება მიდის და ჩვენ დროთა განმავლობაში გადავდივართ “საომარ” ფაზაში, აქ უკვე საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობას ვიღებთ, გვიჩნდება სურვილი რომ “მთები გადავდგათ”. თუმცა ხშირად ამ ეტაპის დროს ვაწყდებით, ისეთ დაბრკოლებებს, როგორიცაა მატერიალური მხარე და ჩვენი შემართება უეცრად სადღაც ქრება, ამიტომ ადამიანს თავიდან უწევს საციცოცხლო ძალების აღდგენა.

3.სასიამოვნო- “საომარი” ფაზის დასრულების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ გაანალიზებას, რა შევქმენით მთელი ამ დროსი მანძილზე, რა გავაკეთეთ სხვებისთვის სასარგებლო, ეს ფაზა ხშირად უკავშირდება ბავშვის აღზრდის პროცესს, ამ დროს ჩვენ შვილს მაქსიმალურად ვუღვიძებთ უკეთესი ცხოვრებისკენ მიმართულ სურვილს. ამ დროს ხდება საკუთარი თავის გადაფასებაც და შესაძლოა ზოგიერთი პრინციპიც კი დავთმოთ.

4.სულიერება- განვითარების საბოლოო ეტაპი. ჩვენ საბოლოოდ ვაცნობიერებთ, რომ ადამიანი ბევრად მეტია, ვიდრე ფული, ქონება, მეგობრები, კარგი სამსახური.
პირველ რიგში ჩვენ სულიერი არსებები ვართ, ამ დროს ჩვენ ვგრძნობთ, რომ ჩვენი ცხოვრება არა თუ მთავრდება, არამედ ჯერ არც კი დაწყებულა. ასეთ დროს ყოველივე ფიზიკურს ვშორდებით და გონება ფოკუსირებას შინაგან სინათლეზე ახდენს.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მთვლელები