ერთადერთი შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში: ვინ იყო 22 წლის ბიჭი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცხოვრობდა
ერთადერთი  შემთხვევა ფსიქიატრიის ისტორიაში: ვინ იყო 22 წლის ბიჭი, რომლის სხეულში 24 პიროვნება ცხოვრობდა
ტერმინი "პიროვნების დისოციაციური აშლილობა" - ადამიანის ცნობიერებაში რამდენიმე ცალკეული პიროვნების არსებობას ნიშნავს, როცა გარკვეულ მომენტში ნებისმიერს შეუძლია "საერთო სხეულზე" კონტროლის მოპოვება. მონაცემებით, ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში ამგვარი აშლილობით მოსახლეობის დაახლოებით 1-დან 5%-მდე იტანჯება, რომელთაც ჩვეულებრივ, ერთი ან ორი დამატებითი "პიროვნება" ჰყავთ, თუმცა ბილი მილიგანის შემთხვევა, რომელიც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთია ფსიქიატრიის ისტორიაში, მართლაც უნიკალურია, რადგან 22 წლის ახალგაზრდას ცნობიერებამ 24 დამოუკიდებელი პიროვნება დაიტია.

ბილი მილიგანის დაკავება
1977 წელს ოჰაიოს შტატის საუნივერსიტეტო ქალაქში სამი გოგონა ემსხვერპლა სექსუალურ ძალადობას. თუმცა, ერთ-ერთი
დაზარალებულის ჩვენებით, რომელმაც მოძალადე პოლიციის კართოთეკაში ფოტოზე ამოიცნო, ახალგაზრდა მამაკაცი "სამი წლის გოგონასავით იქცეოდა", ეჭვმიტანილი სწრაფად დააკავეს. მოძალადე ორი წლით ადრე, შეიარაღებული ძარცვისთვის ნასამართლევი, 22 წლის ბილი მილიგანი აღმოჩნდა.

დაკავებისას მილიგანი საკმაოდ უცნაურად იქცეოდა და პოლიციამ ჩათვალა, რომ ის მართლმსაჯულებისგან თავის დასაღწევად სიმულირებდა ფსიქიურ აშლილობას, თუმცა სასამართლო პროცესისთვის მზადებისას, ბრალდებულის დაცვის მოთხოვნით ჩატარებულმა ფსიქიატრიულმა ექსპერტიზამ მილიგანს ჯერ მწვავე შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვა, განმეორებითმა კვლევამ კი, დოქტორ დოროთი ტერნერის ხელმძღვანელობით, უარყო პირველადი დასკვნა და ბილის "პიროვნების მრავლობითი აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა.
შეერთებული შტატების სასამართლო-კრიმინალისტიკის ისტორიაში პირველად აღმოჩნდა ბრალდებულის სკამზე ამგვარი არაორდინალური ადამიანი, რომელიც სასამართლომ შეურაცხადად გამოაცხადა და ბილიც სწრაფად გადაიყვანეს ფსიქიატრიულ კლინიკაში იძულებითი მკურნალობისთვის.

მართალია, ერთი შეხედვით უცნაური არაფერია, რადგან პიროვნების გაორება მეტ-ნაკლებად შესწავლილი დაავადებაა, მაგრამ ფსიქოლოგმა, რომელმაც მილიგანს გამოკვლევა ჩაუტარა, მის გონებაში ჩასახლებული არა ერთი, არამედ სულ მცირე ათი პიროვნება აღმოაჩინა, რომლებიც მონაცველეობით აკონტროლებდნენ საერთო სხეულს და სწორედ ამით აიხსნებოდა მილიგანის ლოგიკას მოკლებული ქცევა და თვალშისაცემი უცნაურობები - შეცვლილი ხმა, მიმიკა და გარეგნობაც კი, რადგან როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა "პიროვნებას" ასაკი და ეროვნება, ხასიათი და ტემპერამენტი, უნარი და ფუნქციაც განსხვავებული ჰქონდა.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მთვლელები