სტალინის ბრძანებით ამ წამლის შესახებ ყველა ექიმი დუმდა: ღირს კაპიკები და კურნავს ყველაფერს! სსრკს კიდე ერთი დიდი საიდუმლო
სტალინის  ბრძანებით  ამ  წამლის  შესახებ  ყველა   ექიმი  დუმდა: ღირს  კაპიკები  და  კურნავს  ყველაფერს! სსრკს  კიდე  ერთი  დიდი  საიდუმლო
ადამიანები ყველა ეპოქაში ცდილობდნენ სიცოცხლის გასახანგრძლივებელი და ამა თუ იმ დაავადების განსაკურნებელი პრეპარატების შექმნას. არსებობს არატრადიციული მედიცინის, ფიტოთერაპიის, ურინოთერაპიისა და სხვა მრავალი სამკურნალო მეთოდები. ადამიანები, ჯერჯერობით, უშედეგოდ ებრძვიან კიბოსა და შიდსს, რასაც, ძირითადად, იმუნოდეფიციტი იწვევს. განუკურნებელ დაავადებესთან საბრძოლველად, ჩვენთან საკმაოდ აქტუალური გახდა ვეტერინარული პრეპერატი AჩD, რომელიც ლამის პანაცეადაა ქცეული. აღნიშნული პრეპერატის მიმართ, რაზეც სხვადასხვა მოსაზრება არსებობს, ჩვენი დაინტერესება განაპირობა ჩვენს გარშემო მისმა ხშირმა მოხმარებამ და ერთგვარმა ლეგედებმა, რომ თითქოს ჩაწოლილი ავადმყოფი ფეხზე დააყენა, კიბოიანი ავადმყოფი მოარჩინა, ვიღაც ჰიპერტონიისგან განკურნა და ვიღაც სხვა მოურჩენელი ავადმყოფობისაგან იხსნა. რა არის სინამდვილეში ACD და როგორ უყურებენ მას ტრადიციული მედიცინეს წარმომადგენლები?

ACD-ს შესახებ ინფორმაციის მოძიება მხოლოდ ვებ-გვერდზე www.predtechy.ru-ზეა შესაძლებელი, საიდანაც ამობეჭდილი ინსტრუქცია მომხმარებლებს შორის ხელიდან ხელში გადადის, მაგრან მასში ის ნაწილია ამოღებული, რომელიც მომხმარებელს აფრთხილებს, რომ ამ საიტზე არსებული არანაირი ინფორმაცია არ შეიძლება იქნას გამოყენებული თვითმკურნალობისთვის და პრეპარატის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს."Аннотации, инструкции и описания к лекарственным препаратам предоставлены для познавательных целей,-"ვკითხულობთ საგანგებოდ გაკეთებულ გაფრთხილებაში, მაგრამ ეს ხელს არ უშლის უკვე ათასობით მომხმარებელს პრეპარატი საკუთარ თავზე გამოსცადოს.

...ანოტაციის მიხედვით, პრეპარატი ვეტერინარიული მეცნიერების კანდიდატმა ა.ვ. დოროგოვმა გასული საუკუნის 40-იან გამოიგონა საექპერიმენტო ვეტერინარულ ლაბორატორიაში. მან მასალად გამოიყენა ბაყაყი და გადასამუშავებლად კი, მყარი მდგომარეობიდან თხევადში თერმულად გადამუშავებული ცხოველის ქსოვილები. 1951 წლს საბჭოთა კავშირის ფარმკომიტეტს ნება დართეს ACD კანის დაავადებათა სამკურნალოდ გამოეყენებინათ. პოლიტბიუროს ზოგიერთი წევრისგან მიღებული ფულით დოროგოვმა ააშენა ლაბორატორია და დაიწყო მასშტაბული სამეცნიერო კვლევები, რათა შეექმნა უფრო სრულყოფილი პრეპარატი. ამის შემდეგ დაიწყო ACD -ს ბუმი და მის საშოვნელად რამდენიმე დღე-ღამის მანძილზე რიგებში იდგნენ მოსკოველები,-" ვკითხულობთ ინსტრუქციაში, სადაც მოყვანილია ვინმე ფროლოვის ისტორია, რომელიც სიმსივნით დაავადებული სასიკვდილოდ იყო გადადებული და ამ პრეპარატით განიკურნა. "- მე გამოვცადე ACD და დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ ის კურნავს სისხლს, ამაღლებს იმუნიტეტს. ის აბსოლუტურად უსაფრხოა. ის არ არის ნარკოტიკული საშუალება და არ იწვევს მიჩვევას. ეს პრეპარატი, რომელიც ჩვენგან დამალულია საბჭოთა სისტემის მიერ, სინამდვილეში ნამდვილ სასწაულებს ახდენს," - წერს ფროლოვი და ის ონკოლოგიაში ყველაზე პრეპარატებზე უფრო საუკეთესო რეკომენდაციას აძლევს ACD -ს.




ინსტრუქციის მიხედვით, პრეპარატი მიიღება ცხოველთა ქსოვილების თერმული დამუშავების შედეგად, ბიოკომბინატებში ნარჩენი ხორცისგან, ძვლებისაგან და სხვა ორგანოებისაგან. ჩამონათვალში წერია, რომ ის არჩენს გულის, თირკმლის, ნერვულ დაავადებებსა და ტუბერკულოზის სხვადასხვა ფორმას, კუჭის წყლულს, კოლიტებს, თვალისა და კანის დაავადებას, იმპოტენციას, ჰიპერტონიას, გინეკოლოგიურ დაავადებებს, შარდის შეუკავებლობას, რადიკულიტებს და ა.შ. ინსტრუქცია მკაცრად აფრთხილებს მომხმარებელს, რომ პრეპარატის მიღებისას მკაცრად დაუშვებელია სპირტიანი სასმელის მიღება. ACD -ს პრეპარატი განეკუთვნება ბიოგენურ სტიმულატორს.

ვეტერინართა განცხადებები, ურთიერთგამომრიცხავია, რაც კიდევ ერთხელ იმას ადასტურებს, რომ პრეპარატზე, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენები არსებობს. ზოგიერთი მათგანი თავად ურჩევს პაციენტს და განსაცვიფრებელ რეკლამას უწევს პრეპარატს, ზოგიერთი კი მას ცხოველებზეც აღარ იყენებს.
პარმენ ნინუა, ვეტერინარი:

"ACD ბიოლოგიურად აქტიური პრეპარატია. ძირითადად, გამოიყენება ცხოველებში შინაგანი ორგანოების ანთებითი პროცესებისას და კანის სიმსივნური დაავადებების დროს. თუმცა, უკვე წლებია, მე პირადად აღარ ვიყენებ, რადგან დაახლოებით 20 წლის წინ, უკუშედეგი აჩვენა"

დავით გოგინოვი, ვეტერინარი:

"ACD მზადდება კვიცის შარდის კრისტალისაგან. მას იყენებენ ცხოველის შინაგანი და გარეგანი ორგანოების სამკურნალოდ, კასტრაციის დროს. ის ფაქტი, რომ ადამიანებმა დაიწყეს მისი მიღება და ერთგვარი ბუმია მთელ საქართველოში, ალბათ, უფრო შთაგონების გამოა. ეს არის ერთგვარი ფსიქოთერაპია, რომლითაც უმრავლესობას ჰგონია, რომ თუ წამალმა არ ავნო, ე.ი. მოუხდა. თუმცა, სამომავლოდ რას გამოიწვევს ეს პრეპარატი არავინ იცის."

ონკოლოგის, ხათუნა ჯაკონიას განცხადებით, გარდა ინსტრუქციაში მოყვანილი ფაქტებისა, ჯერჯერობით, ACD -ს შორეული შედეგი ცნობილი არ არის. აღნიშნულ პრეპარატს მისი პაციენტებიც მოიხმარენ, თუმცა, ის მათ ამ არ უნიშნავს, მაგრამ თუ მდგომარეობა უიმედოა და რომელიმე მათგანმა ამის სურვილი თავად გამოთქვა, ექიმი პრეპარატის მიღებას მათ ასეთ შემთხვევებში არ უშლის. მისი თქმით, ბოლო სტადიის სიმსივნის შემთხვევებში, პრეპარატის მიღების ფონზე პაციენტს ტკივილები უმსუბუქდება, თუმცა, ყოფილა პირიქითაც.

თერაპევტის, გია გოგინავას განცხადებით, მისი დამოკიდებულება ამ პრეპარატის მიმართ ნეგატიურია, რადგან ამ წამლის ეფექტურობაზე არ არსებობს არანაირი მეცნიერული მტკიცებულება.

გია გოგინავა, თერაპევტი:

"-ჩემთვის ნაკლებად მისაღებია მკურნალობის ყველა ის მეთოდი, რომლის მოქმედების მექანიზმი არ არის დასაბუთებული მეცნიერულად, რაც ხდება ძალიან დიდი სტატისტიკური მასალის დამუშავების ხარჯზე. ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ეს არის ჰორმონები. ჰორმონის სპეციფიკური მოქმედება ახასიათებს და არასპეციფიკურიც. მაგ, კონკრეტული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი, მოქმედებს ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე, კერძოდ, იოდის ცვლაზე. იგივე პანკრეასის ჰორმონი, რასაც ინსულინი ჰქვია, მოქმედებს ნახშირწყლების, ანუ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შაქრის ცვლაზე. გარდა ამისა, ჰორმონები იმით ხასიათდებიან, რომ მათ კონკრეტული მოქმედების გარდა, ადამიანის ორგანიზმზე ზოგადი მოქმედებაც გააჩნიათ, ამიტომაც ამ პრეპარატის გამოყენების არეალი არის ორგვაროვანი. ერთ შემთხვევაში, ჩვენ ვცდილობთ დავთრგუნოთ, ანუ შევამციროთ ჰორმონის გამოყოფა, მეორე შემთხვევაში, ჩვენ ჰორმონების ნაკლებობის გამო, შეგვყავს ჰორმონი (იგივე დიაბეტის დროს, ორგანიზმში ინსულინის ნაკლებობაა და შეგვყავს ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონი_ინსულინი). ადამიანის სხვადასხვა ორგანოში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ჰორმონები გამომუშავდება, რომელიც ადამიანის ორგანიზმზე ძალიან დიდ გავლენას ახდენენ, ამდენად ამ წამლების გამოყენება სათუთი საქმეა. მათი უხეშად და უადგილოდ გამოყენება საკმაოდ საშიშია.

წლების წინ, საკმაოდ დიდი ბუმი იყო ასევე სხვადასხვა სახის პრეპარატებსა თუ ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზერ(ბად-ებზე). საკმაოდ ძლიერი აგიტაცია და სადისტრიბუციო ქსელი არსებობდა, მაგრამ ეს ბუმი შემდეგ მიწყნარდა. ყოველი ასეთი არასაფუძვლიანი კამპანია ადრე თუ გვიან წყდება, როდესაც დგინდება მისი არაეფექტურობა. შეიძლება ამან საზოგადოების ფსიქიკაზე იმუშავოს გარკვეული დროის განმავლობაში და რაღაც თვეებისა და წლების განმავლობაში გაქაჩოს, მაგრამ ბოლოს, როცა დადგინდება რომ იგი არაეფექტურია, საზოგადოებაც კარგავს ინტერესს. მაგალითისათვის, საკმაოდ ფართოდ გავრცელებული პრედნიზოლონი, რომლის შესახებაც ერთ დიდ ცნობილ ექიმს ნათქვამი აქვს, "პრედნიზოლონის ზევით არის მხოლოდ ღმერთი".

არსებობს მთელი ჯგუფი პრეპარატებისა, რომლებიც სასწაულებს ახდენენ, მაგრამ მათმა უსისტემოდ გამოყენებამ, შესაძლოა, უამრავი გართულებები გამოიწვიოს. მათ ხშირად "უკანასკნელი იმედის წამლებს" უწოდებენ. უკიდურესი პრეპარატებია და იმ შემთხვევაში მივმართავთ, როცა სხვა საშუალებები ამოწურულია. ისინი მხოლოდ ერთ ფუნქციაზე კი არ ახდენენ გავლენას, არამედ ზოგადად, ნივთიერებათა ცვლაზე და მათი უსისტემოდ გამოყენებამ შეიძლება ნივთიერებათა ცვლის შეუქცევადი პროცესი განავითაროს."
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები