თუკი თქვენს შვილს ამ 7 სიმპტომიდან 1 მაინც აქვს სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანეთ (7 ფოტო)
თუკი თქვენს შვილს ამ 7 სიმპტომიდან 1 მაინც აქვს სასწრაფოდ ექიმთან წაიყვანეთ (7 ფოტო)
როგორც ექიმები ამბობენ, პრევენცია ჯანმრთელობის გარანტიაა. თუკი დროზე შეამჩნევთ სიმპტომებს, დაავადება შესაძლოა, ჩანასახშივე განადგურდეს. ამიტომაც ყურადღებით წაიკითხეთ ეს რჩევები და დაიმახსოვრეთ!

1. ხალი
თუკი პატარას სხეულზე არასიმეტრიული, არაერთგვაროვანი ფერის 6 მმ-ზე მეტი ლაქა გამოჩნდა ან ძველმა ხალმა დაიწყო ზრდა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
......





2. სიმელოტე
ბავშვებში თმის ცვენის მიზეზი შესაძლოა, ვიტამინების ნაკლებობა იყოს, მაგრამ ასე მარჩიელობას აჯობებს, კონსულტაციისთვის პედიატრს მიმართოთ.






3. თავის გადიდება
ყიფლიბანდი ჩვილებში სავსებით ნორმალური მოვლენაა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის უნდა დაიხუროს და არავითარ შემთხვევაში ზომაში არ უნდა გაიზარდოს. თუკი ეს მაინც მოხდა, ესე იგი ექიმთან მიყვანაა საჭირო.




4. სმენის დაქვეითება
თუკი პატარამ თხოვნებზე რეაგირება შეწყვიტა ან დაძახებაზე არ პასუხობს, შესაძლოა, სმენის პრობლემები ჰქონდეს. ამიტომ სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია.






5. რეჟიმის დარღვევა
მადის მოულოდნელი დაკარგვა, ძილის რეჟიმის დარღვევა და ბავშვის სამოძრაო აქტივობის შემცირება - ეს ყველაფერი საკმარისი მიზეზია ექიმთან ვიზიტისთვის.





6. მუდმივი წყურვილი
ბავშვის ხშირი და თითქოსდა უვნებელი წყლის თხოვნა შესაძლოა, სერიოზული დარღვევის სიგნალი იყოს. ამ დროს ექიმის კონსულტაცია ნამდვილად საჭიროა.





7. ხმამაღალი ხვრინვა
მსუბუქი ხვრინვა არ მიიჩნევა საშიშ სიგნალად, მაგრამ მისი ინტენსივობის ზრდა სუნთქვის დარღვევებზე მიუთითებს. მსგავსი სიმპტომების იგნორირება არ შეიძლება, რადგან შესაძლოა, ორგანიზმში ინფექციის არსებობაზე მიუთითებდეს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები