რას ნიშნავს წითელი წერტილები სხეულზე და არის თუ არა ის საშიში?
რას  ნიშნავს  წითელი  წერტილები  სხეულზე  და არის  თუ  არა  ის  საშიში?
ანგიომა - ეს პატარა, კეთილთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სისხლარღვებისგან შედგება. მისი გაჩენის ორი ძირითადი მიზეზი არსებობს.


1. ასაკი. ადამიანთა უმეტესობას ანგიომა 30 წლის შემდეგ უჩნდება. როგორც წესი, ამ შემთხვევაში იგი ჰგავს ალუბლისფერ პატარა ხალს და მდებარეობს, ძირითადად მკერდზე, ხელებსა და მხრებზე. ამგვარი
ანგიომები გამოწვეულია უბრალოდ კანსა და სისხლძარღვებში მიმდინარე ასაკობრივი ცვლილებებით.
...
2. ორგანიზმში რაიმე სახის დარღვეა ან ცხოვრების არასწორი წესი. თუ ანგიომას აქვს ობობასებრი გარეგნობა, რომლიდანაც სისხლძარღვების ქსელი გამოდის, ეს შეიძლება მეტყველებდეს ღვიძლის პრობლემებზე, სისხლძარღვებთან დაკავშირებულ ან ჰორმონალურ დარღვევებზე.


თუ შეამჩნევთ, რომ წითელი ხალი, რომელსაც უკვე მიეჩვიეთ, მოულოდნელად შეიცვლის ზომას, ფორმას ან დაიწყებს სისხლდენას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. სხვა შემთხვევებში, ანგომა არ წარმოადგენს დაუყოვნებლივ ექიმთან ვიზიტის საფუძველს.


კარგი იქნება თუ წინასწარ ვიზრუნებთ იმაზე, რომ ანგიომები მომავალში არ გაჩნდეს. მათი წარმოშობის აღკვეთის საუკეთესო საშუალება ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბალანსირებული კვებაა. სვით წვენები და რაც შეიძლება ბევრი წყალი. მიირთვით ახალი ბოსნეული, სასარგებლო ცხიმები, როგორიცაა ავოკადოსა და ზეითუნის ზეთი. ამ ერთი შეხედვით ბანალური საშუალებით დიდი ხნით შეინარჩუნებთ სუფთა და ახალგაზრდა კანს და ჯანმრთელ ორგანიზმს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები