ასეთ რაღაცას ა კეთებენ "იუთუბიზე" გოგონები იმისათვის, რომ მკერდი გაიზარდონ!
ასეთ  რაღაცას ა კეთებენ  "იუთუბიზე"  გოგონები  იმისათვის,  რომ  მკერდი  გაიზარდონ!
„იუთუბიზე“ პოპულარობას იხვეჭს სხვადასხვა ახალგაზრდა მომხმარებლების მიერ გადაღებული ვიდეოები, სადაც ისინი გოგონებს მკერდის გადიდებას და „დაჭიმვას“ ასწავლიან. როგორც აღმოჩნდა, ბევრი გოგონა თავის გალამაზებისთვის საკმაოდ სასაცილო და უცნაური რამეების გაკეთებისთვისაც მზად არის. ასეთ ვიდეოებს მილიონობით ნახვა აქვს.
მაგალითად ნიკ Editorial Naturalbeauty556 -ის ვიდეომ უკვე 7,7 მილიონი ნახვა მოაგროვა. მას ჰქვია: „ დაიჭიმეთ დაშვებული მკერდი სულ რაღაც 5 დღეში, კბილის პასტის გამოყენებით. ხუმრობის გარეშე“.
ბლოგერი მომხარებელს აჩვენებს „ჯადოსნურ“ რეცეპტს – მკერდის სილამაზის დაბრუნებისთვის თითქოს და კვერცხის გული, ფქვილი, გახეხილი კიტრი და კბილის პასტა ერთმანეთში
უნდა აირიოს, შემდეგ კი ეს ნარევი მკერდზე უნდა წაისვან და 3-4 წუთის განმავლობაში, შეიზილონ.
მეორე ბლოგერი ქალის, Susana Home Remedies-ის ვიდეო 3 მილიონმა ადამიანმა იხილა. მისი მეთოდიკა სხვაგვარია, თუმცა ასეთივე სულელურია. კბილის პასტა მკერდის თავებზე იზილება, ხოლო ვაზელინი თვითონ მკერდზე. ავტორი წარმატების გარანტიას იძლევა.
...ზოგი მომხმარებელი წერს, რომ ამან იმუშავა, თუმცა ერთ-ერთმა სხვა ბლოგერმა ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა და მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მისმა ბოიფრენდმა მაგრად დასცინა.
ამ უცნაურ გატაცებებთან დაკავშირებით, უკვე გააკეთეს კომენტარები სილამაზის სფეროს სპეციალისტებმა და მსოფლიო ჯანდაცვის წარმომადგენლებმა. ლონდონის კლინიკის პლასტიკური ქირურგი – კრისტოფერ ინგლფილდი ამ ტენდენციის წინააღდეგ გამოდის.
„სამწუხაროდ, ისევე როგორც ბევრი სხვა რეკომენდაცია ინტერნეტში, ვაზელინის და კბილის პასტის გამოყენება მკერდის გასადიდებლად, ეს ონლაინ შარლატანობა და ადამიანების მოტყუებაა“, -აცხადებს ქირურგი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები