არასოდეს არ შეხვიდეთ ტუალეტში ევროპაში მოგზაურობისას - რას ყვება სიკვდილს გადარჩენილი ტურისტი?
არასოდეს არ შეხვიდეთ ტუალეტში ევროპაში მოგზაურობისას - რას ყვება სიკვდილს გადარჩენილი ტურისტი?
სოციალური ქსელის მომხმარებელი, რომელიც ერთაოზ ბრეგვაძის სახელითაა რეგისტრირებული, ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

„მეგობრებო, არასოდეს არ შეხვიდეთ ტუალეტში ევროპაში მოგზაურობისას - აი, რას წერს ერთ-ერთი რუსი თავის მეგობარზე, რომელმაც ერთ მშვენიერ დღეს, შუა პარიზში ნოვაციურ ტუალეტში შესვლა გადაწყვიტა.

...ერთ ჩემს მეგობარს პარიზში მოგზაურობისას, მოსაქმება მოუნდა. ქუჩაში დამონტაჟებულ ტუალეტის ავტომატში ორევროიანი ჩააგდო და შევიდა.

კარი მიხურა თუ არა, უნიტაზზე ასკუპდა, ჩაიცუცქა და საქმეს შეუდგა. ამ დროს ტუალეტის კომპიუტერულმა ტვინმა იგრძნო, რომ იატაკზე სიმძიმე აღარ აწვება , ე. ი. ტუალეტში აღარავინაა, თან წყალიც არ ჩაუშვიათ. ანუ
მოოხრებული უნიტაზში დატოვა. ამიტომ ამუშავდა დეზინფექციის პროგრამა და ჭერიდან წამოვიდა სპეციალური სადეზინფექციო ხსნარის საშინელი ჭავლი.

მოულოდნელობისგან ეს ტიპი რა თქმა უნდა, ფეხზე წამოხტა და იატაკზე დააბიჯა. შედეგად ტუალეტის პროგრამაში შეუსაბამობა გაჩნდა: კაბინაში არავინ არ იყო, კარი დაკეტილია და უცებ შიგ ვიღაც გაჩნდა. ამიტომ სასწრაფოდ გაშრობის სისტემა ჩაირთო და ამ დეზინფექციის წვიმას ქარიშხალიც დაერთო. ეს ორი მოქმედება ვეღარ დაალაგა კომპიუტერმა და გაჭედა...

ორი საათი ჭრიდა სამაშველო ბრიგადა ტუალეტის კარს, რომელიც ანტივანდალურია და ფოლადისგანაა დამზადებული. როგორც იქნა, გამოათრიეს გარეთ ეს უბედური. გალუმპული და გადალურჯებული. ამიტომ ეს რუსი გვირჩევს, რომ ვერიდოთ ევროპულ ტუალეტებს, რომლებიც ასეთ გონებაზე ვერ არიან მომართული“ - წერს ერთაოზ ბრეგვაძე
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
27-09-2018
სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში. ამიტომ წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი. რაც ყველაზე მთავარია, არ მიფიქრია რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური იდენტობა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები