"მდინარეზე წავიდეთო, აცეტდნენ.არაგვზეა საუბარი... გამომექცა ჩემი პატარა ნიკოლოზი, მირბის უკანმოუხედავად... დიდხანს რომ არ გავაგრძელო, ჯოჯოხეთი გავიარე..."
"მდინარეზე წავიდეთო, აცეტდნენ.არაგვზეა საუბარი...  გამომექცა ჩემი პატარა ნიკოლოზი, მირბის უკანმოუხედავად...  დიდხანს რომ არ გავაგრძელო, ჯოჯოხეთი გავიარე..."
ჟურნალისტი  ნინო  ზაუტაშვილი  ფეისბუქის  საკუთარ  გვერდზე  სტატუსს აქვეყნებს:
ზოგადად ვგიჟდები ბავშვებზე და ვთლი რომ ყველაზე დიდი მისია ბავშვების კარგად აღზრდაა, ყველაზე დიდი ინვესტიცია ბავშვებში უნდა განახორციელო.დავიბენი ძალიან, სხვა ღირებულებებია,სხვა ინტერესებია, ტექნოლოგიები ვითარდება, ზღაპარსაც ვეღარ წაუკითხავ და ვერაფრით ხიბლავ პატარა ადამიანს, იმხელა არჩევანია.მიხარია, როცა სოფელში მიდიან.მდინარე, ორღობე, შინაური ცხოველები, იქაურები,ყველაფერი ბუნებრივი და სასარგებგლო. ჩემს მანქანას ქუჩის ბოლოს რომ მოკრავენ თვალს,გადარეულები მორბიან ბაბა-ბაბას ძახილით.სპეციალურად ვირჩევ საჩუქრებს, წიგნებს, სამაგიდო სათამაშოებს, ასაწყობებს,რაც გონების გასავარჯიშებლადაა აუცილებელი.შმიძლია ვთქვა რომ არასდროს ჩემს ცხოვრებაში ბავშვისთვის არ დამიყვირია, არც დამისჯია.
მდინარეზე
წავიდეთო, აცეტდნენ.არაგვზეა საუბარი, არც მეტი, არც ნაკლები.ცურვა კი კარგად ვიცი, მაგრამ არაგვი საკმაოდ სწრაფი და საშიში მდინარეა.მოკლედ, მე და 5 ბავშვი წავედით არაგვზე. იქ მამაჩემი გამახსენდა, უდიდესი და უკარგესი ადამიანი, აფხაზეთში, ახალ კინდღში უზარმაზარ ტალღას რომ გამომტაცა და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო ჩემზე, ჩამიხუტა და მეფერებოდა, ნუ გეშინია, მე აქ ვარო.რამხელა გამძლეობა გინდა ადამიანს, რომ ასეთ ექტრემალურ ვითრებაში ბავშვს კი არ გაუბრაზდე, პირიქით მშვიდად და წყნარად დაელაპარაკო, აუხსნა და დაარიგო,მოეფერო და დაამშვიდო.გამომექცა ჩემი პატარა ნიკოლოზი, მირბის უკანმოუხედავად.იქით ტრასა, მანქანები დაქრიან,აქეთ დანარჩენი 4 ბავშვი არაგვთან.მივსდევ ნიკოლოზს, თან ამათ ვეხვეწები წამომყვნენ.დიდხანს რომ არ გავაგრძელო, ჯოჯოხეთი გავიარე.დავეწიეთ ნიკოლოზს, როგორც იქნა და მინდა კარგად მივტყიპო და ჭკუა ვასწავლო და უცებ მოვიცელე, ძალა დავკარგე.გავაანალიზე წამებში რომ გადავრჩით, ცრემლები წამომივიდა ჩავეხუტე პატარ სულელ კაცს.მთელი საღამო ვუხსნიდი, რა შეიძლებოდა მომხადრიყო,პირობა მომცა აღრ გაგაბრაზებო და მას მერე,არც გავუბრაზებივარ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
27-09-2018
სტუდენტი ვიყავი, როცა საკუთარი სექსუალური ორიენტაცია საბოლოოდ გავიაზრე. მიზეზთა და მიზეზთა გამო, უკვე ყველა პასუხი მქონდა, სექსუალურ, კულტურულ თუ რელიგიურ ჭრილში. ამიტომ წამითაც არ გამჭირვებია საკუთარი თავის მიღება. არ გამჭირვებია, რადგან არცერთი წამით არ მგონებია ჩემი თავი ავადმყოფი, ან ცოდვილი. რაც ყველაზე მთავარია, არ მიფიქრია რომ უნდა დამემალა საკუთარი თავი და საკუთარი სექსუალური იდენტობა.
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები