"დღეს, ბებიაჩემმა აიღი პენსია (750 ევრო); ჩემი თბილისელი მეგობრები წყალტუბოში გადადიან სამუშაოდ, რადგან..."
"დღეს, ბებიაჩემმა აიღი პენსია (750 ევრო); ჩემი თბილისელი მეგობრები წყალტუბოში გადადიან სამუშაოდ,  რადგან..."
დღეს, ბებიაჩემმა აიღი პენსია (750 ევრო); ჩემი თბილისელი მეგობრები წყალტუბოში გადადიან სამუშაოდ, სადაც კიდევ ერთი ფეშენებელური სასტუმრო გაიხსნა გუშინ (Kempinski); ნუცუბიძის ქუჩაზე ვეღარ გაივლი, ყველგან ტურისტები მოძრაობენ; სამტრედიის საერთაშორისო აეროპორტი 1 წლის განმავლობაში, 12 მილიონ მგზავრს მოემსახურა; შემდეგ სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებითი მატჩია თბილისში: დინამო ლონდონის არსენალს დაუხვდება (ალბათ არ გაგვიჭირდება - "ემირათ სთედიუმზე" პირველი მატჩი 2:1 მოვიგეთ); საერთაშორისო სარჩელს: "ბოსნიელი ხალხი, სერბეთის წინააღმდეგ" რუსთავის საქალაქო სასამართლო განიხილავს; მომდევნო წლიდან, სან-რემოს ფესტივალი საგარეჯოში ჩატარდება; მარნეულში, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა; ეროვნული ვალუტა 19,5%-ით გამყარდა; სოფელ ყიზილაჯლოში ჯო ზავინულის სახელობის მუზეუმი გაიხსნა: "ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ" - აცხადებს სოფელ ყიზილაჯლოს ჯაზის მოყვარულთა გაერთიანების ხელმძღვანელი ასმათ უტიაშვილი; მეტროთი მგზავრობისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრს საფულე ამოაცალეს; ხუდადოვის ტყე UNESCO-მ მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობათა ნუსხაში შეიყვანა.

არის მომენტები, როცა რეალური სამყარო არ მოგწონს და გიჩნდება სურვილი არარეალური შექმნა. აი, ის მომენტია ახლა

...

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები