„48 წლის ვარ და აღარ მინდა ცუდი ქუნქური“ - ახალგაზრდა ქალის გულახდილი სტატია
„48 წლის ვარ და აღარ მინდა ცუდი ქუნქური“ - ახალგაზრდა ქალის გულახდილი სტატია
„ამბობენ, ცუდი სექსი არ არსებობსო, ისევე, როგორც არ არსებობს ცუდი პიცა. გულახდილად რომ გითხრათ, შემიძლია, ვჭამო ყველაზე მიგდებულ საცხობში გამომცხვარი პიცა, რადგან მე ის ნამდვილად მომწონს, თუმცა...“

„48 წლის ვარ და მინდა, სექსზე ვისაუბრო. ამ ასაკში უკვე აღარ მინდა, დრო დავხარჯო ადამიანებზე, რომლებმაც არ იციან, რას აკეთებენ, ან არ იციან, როგორ მომანიჭონ სიამოვნება.

...
ძალიან ცოტა დრო დამრჩა მენოპაუზამდე, რაც მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ, სულ ცოტა, ძალიან ცოტა დრო მრჩება აქტიური სექსუალური ცხოვრებისთვის. ბევრი უძილო ღამე გავატარე იმის შიშით, რომ ჩემი სექსუალური სურვილები გაქრება.


ჩემი პრობლემა გინეკოლოგს გავუზიარე. მან მითხრა, რომ ჩემი ლიბიდო მენოპაუზის შემდეგ ძრავს დაემსგავსება: თუკი რეგულარულად გავაგრძელებ მის „დაქოქვას“ და ზეთის შეცვლას, ის იმუშავებს. თუკი რამდენიმე თვე უყურადღებოდ მივაგდებ, ის არ დაიქოქება. ექიმმა მირჩია, რომ ძრავი რაც შეიძლება ხშირად დავქოქო.


ექიმის რჩევამ მაინც ვერ დამამშვიდა.

წლების წინათ სექსი გაცილებით მეტ სიამოვნებას ანიჭებდა ჩემს პარტნიორებს, ვიდრე მე. მინდოდა, მათზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მომეხდინა და გაგიჟებულიყვნენ ჩემთან სექსით. ამით განვსხვავდებოდი ქალებისგან, რომლებმაც იციან, რა
სურთ და იციან, როგორ დაიკმაყოფილონ საკუთარი სურვილები.


ახლა აღარ ვფიქრობ ისე, როგორც წლების წინათ. არც ვინმეს მასწავლებელი ვარ და არც გასართობი საშუალება. არ მსურს, ჩამოვეკიდო ჭაღზე, ვატარო ქუსლიანი ფეხსაცმელები ან დავთანხმდე მტკივნეულ პოზებს.

დავიღალე ექსპერტობით და ისეთი საყვარლებით, რომლებმაც არ იციან, როგორ უნდა გახსნან ბიუსტჰალტერი და მკერდზე ისე მეხებიან, როგორც ავოკადოს - თითქოს სიმწიფეზე ამოწმებენ.


ხშირად შესანიშნავი საყვარლებიც მყოლია, მაგრამ ახლა უფრო მომთხოვნი გავხდი.
თუკი ჩემთან საწოლის გაზიარება და ჩემი სხეულით ტკბობა გსურს, ეს უნდა დაიმსახურო.
პირობას გაძლევ, რომ ეს ორივესთვის იდეალური იქნება. მაგრამ ახლა უკვე უარის თქმა არ მაშინებს. აღარ მინდა შენთან სექსი - ვეტყვი, თუკი მასთან სექსუალურ სიახლოვეს ვერ ვიგრძნობ.


ზოგჯერ თავს კვლავ პატარა გოგოდ ვგრძნობ. სექსი კვლავ მაღელვებს და მსურს, გავიგო ყველა იმ შოკოლადის გემო, რომელიც შეფუთვაშია, გავარკვიო, რომელი შიგთავსით მომეწონება ყველაზე მეტად.


ახლა, როცა ჩემმა სხეულმა რამდენიმე ოპერაცია, ორსულობა და მშობიარობა გადაიტანა, მთები შემოიარა, მარათონებში მონაწილეობდა, მუხლებსა და ზურგში ტკივილს გრძნობს, მივხვდი, რომ ის უფრო მეტს იმსახურებს და არ მინდა, ეს ჩემი სხეული ნებისმიერ მსურველს დავუთმო“.

მწერალი ნინა მაკკოლუმი
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები