იმ დღეს ბანკში ჩემს რიგს ველოდებოდი, როცა გვერდით ახლაგაზრდა ბიჭს მობილურზე დაურეკეს...
იმ დღეს ბანკში ჩემს რიგს ველოდებოდი, როცა გვერდით ახლაგაზრდა ბიჭს მობილურზე დაურეკეს...
დღის ბოლოა. ბანკის მოსაცდელში, სადაც 10-12 ადამიანია თავმოყრილი, საქმიანი სიჩუმე დგას. ბიჭმა ტელეფონის ხმა რომ გაიგო, ჯერ ეკრანს დახედა და მერე ისეთი სახით მიიდო ყურთან, რომ აშკარა იყო, ამ ზარს ელოდებოდა...
- ალო, სად ვიქნები, უკვე ავტობუსში ვარ. მაქსიმუმ 20 წუთში მოვალ... - ახალგაზრდამ მოკლედ უპასუხა და უხერხულად ჩაიდო ტელეფონი ჯიბეში.
ირგვლივ ისევ სიჩუმეა. ყველა საკუთარ რიგს ველოდებით.
გავიდა 4-5 წუთი და ბიჭის ტელეფონი ისევ აწკიალდა.
...- ჰო... სად ვიქნები, ჯერ ისევ გზაში ვარს... ავტობუსით-მეთქი, ხომ გითხარი... კარგი, ნუ მიბრაზდები, მალე მოვალ.
რიგის მომლოდნე ხალხს
უკვე გვეღიმება...
არ გასულა 5 წუთი და ტელეფონი ისევ ურეკავს.
- თითქმის მოვედი, 2 გაჩერებაღა დარჩა. ავტიბუსში ვარ, რატომ არ გჯერა, მალე ვიქნები...
სანამ ბიჭი ტელეფონს გათიშავდა, უკნიდან უცებ მამაკაცის მკაცრი ხმა გაისმა:
- მგზავრებო, ნუ გაჩერდებით უბილეთოდ!
- თუ შეიძლება, გადააწოდეთ ჩემი ბარათი, - „კონტროლიორს“ გაეპასუხა იქვე მდგარი ქალი და ბიჭს თანაგრძნობის ნიშნად თვალი ჩაუკრა...
- თქვენ, უკანა კართან, ახალგაზრდავ, მაჩვენეთ ბილეთი,- ისევ მამკაცის ხმა...
- კარგი, კარგი, წავედი, საფულე უნდა ამოვიღო, შიგ მიდევს ბილეთი, მალე ვიქნები, - ჩასძახა ბიჭმა ტელეფონში და გათიშა.
შემდეგი 15 წუთი, სანამ ბიჭი რიგში იდგა, აღარავის დაურეკავას, სამაგიეროდ ამ კეთილ „სპექტაკლზე“ კარგა ხანს ყველა ერთად ცრემლებამდე ვიცინოდით...



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები