• უცნობი ტყუპები - ანუ როგორ ვიპოვოთ ჩვენი ორეული მსოფლიოში?! (7 GIF+ 4 ფოტო) სამმა მეგობარმა ირლანდიიდან დაიწყეს უჩვეულო კამპანია სახელწოდებით ‘Twin Strangers’ (უცნობი ტყუპები), იმისათვის, რომ მოეძებნათ თავიანთი ორეულები მთელს მსოფლიოში. კამპანიის დაწყებისთანავე ჰარის, ტერენსს და ნივს ძალიან ბევრი სურათი მიუვიდათ, რომლებიც მათი ორეულებისგან იყო გაგზავნილი და ძალიან გავდა მათ.
    არ გავიდა ორი კვირა და ნივის ორეულის ფოტო მიუვიდათ მათ, გოგონას ფოტო, რომელიც გასაოცრად გავდა ნივს...

    სამი მეგობარი ჰარი ინგლიში, ტერენს მანზანგა და ნივ გინეი, რომლებმაც ეს კამპანია წამოიწყეს




    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,

     

    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,

     

    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,







    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,

     

    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,

     

    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,

     

    Нив Гиней, Niamh Geane, Twin Strangers, Незнакомые близнецы,девушка нашла своего двойника, девушка нашла своего близнеца,

     









    more
  • ასე შიცვალა გოგონა, რომელიც ეჭვიანი შეყვარებულის გამო გონებადაკარგვამდე ჭამდა (7 ფოტო) more
  • როდესაც კაცები ქალებს უშვრებიან… (4 ფოტო) თუკი რიგით ქართველ ბიჭს დაუსვამთ შეკითხვას: თავისუფალი სექსით რატომ უნდა ისარგებლოს მხოლოდ მამაკაცმა და არავითარ შემთხვევაში ქალმა, რელიგიაზე, ტრადიციებზე, მანდილზე და ა.შ ბევრი ბჟუტურის მერე გაღიზიანებული, ალალად გიპასუხებთ: ,,იმიტომ, რომ კაცი უშვრება და ქალს უშვრებიან“ (ზუსტი ციტირება).

    გამოდის, რომ ქართველი კაცი ქალს მხოლოდ მოხმარების ობიექტად მიიჩნევს. ქალი არის ნივთი, რომელიც უნდა გამოიყენო და ამაში ქალებიც ეთანხმებიან. ასე რომ არ იყოს, ტერმინები ,,შემაცდინა“, ,,მიხმარა და მიმაგდო“, ,,გამომიყენა“ და ა.შ. არ იარსებებდა განაწყენებული ქართველი ქალის ლექსიკონში. დაშორების შემდეგ ბევრი ქართველი ქალი იმასაც კი განიცდის, რომ საყვარელი მამაკაცი ოდესღაც ეფერებოდა.



    ერთი ანეგდოტი მახსენდება: პირველ პაემანზე წასვლის წინ დედა აფრთხილებს ქალიშვილს: ფრთხილად იყავი, დედი, მაგათ ეგრე იციან, ჯერ კაფეში დაგპატიჟებენ, მერე სასტუმროში აგიტყუებენ, მერე საწოლშიც შეგიტყუებენ და შენც მოგეჭრება თავი, მეც და მამაშენსაცო. შუაღამეზე ბრუნდება გოგო და ანერვიულებულ დედას ამშვიდებს: ნუ გეშინია დედა, კაფეშიც მე დავპატიჟე, სასტუმროშიც მე ავიტყუე, საწოლშიც მე შევიტყუე და ახლა მასაც მოეჭრება თავი, დედამისსაც და მამამისსაცო.

    მართლაც, რატომ არის ამ შემთხვევაში მამაკაცი მომგებიან, ქალი კი წამგებიან მდგომარეობაში? რატომ მიიჩნევა ერთისთვის საამაყოდ, მეორესთვის კი სასირცხვოდ, განა ორივეს არ სიამოვნებს სექსი? ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში – არა. ქართული გაგებით სექსი მხოლოდ კაცებს უყვართ, ქალებს კი ერთი ქართული გამონათქვამის არ იყოს, უბრალოდ ,,ვერ ასცდებათ პირველი ღამე“.

    მართალი იყო ის ქალი, საბჭოთა კავშირში სექსი არ არისო, რომ ამბობდა. არც პოსტსაბჭოთა საქართველოშია სექსი, რადგან როდესაც ვიღაცას რაღაცას უშვრები, ეს სექსი არ არის. ხმარობენ ნივთს და შეუძლებელია ნივთი რამეს გრძნობდეს. სექსში ორივე მხარე თანასწორია და ორივე მხარე სიამოვნებას იღებს. ,,ხმარება“ გაუპატიურებას უფრო ჰგავს. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ ,,სახმარი“ ნივთი უბრალოდ წინააღმდეგობას არ უწევს, რადგან საერთოდ არ გააჩნია ნება, ან სხვა არჩევანი… მოკლედ, ქართული სექსის ლოგიკის სიღრმეებს თუ ჩავყვებით, მართლაც არ გვაქვს სექსი – გვაქვს მხოლოდ სექსუალური ძალადობა.



    არსებობს უამრავი ხერხი, როგორ დავიცვათ თავი სექსუალური ძალადობისგან. ბოლო პუნქტი ასე ჟღერს: თუკი ყველაფერი სცადეთ და არაფერი გამოგივიდათ, მოდუნდით და ეცადეთ სიამოვნება მიიღოთ… ჰოდა, ასე – რიგითი ქართველი ბეჩავი ევა, ძალიან გაკვირვებული და აღშფოთებულია, რატომ აუპატიურებენ მოხუც ქალს მაშინ, როცა ამდენი ახალგაზრდა ქალი დაიარება გასაუპატიურებელი.

    ევაზე გამახსენდა, არსებობს ასეთი ლეგენდა: თავდაპირველად ღმერთმა ქალიც და კაციც მიწისგან გამოძერწა, თანასწორად შექმნა ორივე. ადამი თაყვანს სცემდა თავის პირველი ცოლს – წითელთმიან და ვნებიან ლილიტს. უყვარდა თავდავიწყებით. იმდენად იყო მისით მოცული, შემოქმედი დაფრთხა, კაცის სულში ჩემი ადგილი აღარ დარჩებაო და დაიბარა ადამი, არა შეიქმნა თავისა შენისაგან კერპი, ცოლი ქმრის შემწე და მორჩილი უნდა იყოს მხოლოდო, დაარიგა.

    სახლში დაბრუნებულმა ადამმა ცოლქმრული მოვალეობები შეახსენა ქალს და თანაც მხოლოდ საკუთარი კაცური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების ობიექტად ქცევა მოუნდომა. ასე დაიწყო პირველი კონფლიქტი. თავისუფლების მოყვარე და ჭკვიანი ლილიტი პოზიციების დათმობას არ აპირებდა: მე არ დავწვები შენს ქვემოთ, შენ არაფრით ხარ ჩემზე აღმატებული, ჩვენ თანასწორნი ვართო, შეახსენა ქმარს. შენ არაფერს წარმოადგენ, მხოლოდ ჩემს დამხმარედ შეგქმნესო, არ შეეპუა ადამიც. ლილიტი აჯანყდა და მისთვის უკვე ჯოჯოხეთად ქცეული სამოთხიდან გაიქცა.

    ამბობენ, რომ ლილიტს არ ჰქონდა ღვთიური საწყისი დაკარგული და მუდამ ცნობიერების ხიდან მიირთმევდა ნაყოფს, რამაც ძალიან ბრძენი გაჰხადა. იმასაც ამბობენ, სამოთხიდან წასული მერე სატანას გაჰყვაო ცოლად. ღმერთმა კი სასოწარკვეთილი ადამი მიაძინა, ნეკნი გამოუღო და შექმნა ისეთი ქალი, როგორადაც ვერაფრით აქცია ლილიტი, ქალი, რომელიც ვერაფრით მოახერხებდა ღმერთი შეეცვალა კაცისთვის. ეს ქალი ევა იყო, სწორედ ის ევა, რომელსაც გველმა, ან ეგებ გველის სახით მოვლენილმა მისი წინამორბედის აჩრდილმა შთააგონა, ცნობიერების ხიდან მიერთვა ნაყოფი და ქმრისთვისაც შეეთავაზებინა.



    ენოქის პირველ წიგნში ეს ამბები დაწვრილებით ყოფილა აღწერილი, აქედან გადაწერილ კაბალაში კი საერთოდ გაუქრიათ. ბიბლიაში ლილიტი მხოლოდ ავ სულად არის მოხსენიებული. ასე იქცა ჭეშმარიტი ქალის სიმბოლოდ მორჩილი და სხვის ჭკუაზე მოსიარულე, ჩერჩეტი ევა, მხოლოდ შემწედ და დამხმარედ შექმნილი, რომლის სისულელემაც სამოთხე დააკარგვინა კაცს და არა ლილიტი – კაცის თანასწორი, ჭკვიანი, თავისუფალი და მეამბოხე ქალი, რომელმაც სამოთხეც კი დასთმო თანასწორობის იდეისთვის. ,,ღმერთის რჩეულ სქესს“ ურჩევნია ნამდვილი ქალის მაგალითად ევა ჰყავდეთ მის შთამომავლებს და არა რევოლუციონერი ლილიტი, ევა – რომელსაც ,,დაბადებიდან აქვს მათი ვალი, რადგან მის გამო ნეკნი აკლიათ“…

    ასე კაცებისგან დავალებულად ყოფნით იწყება ქალის ისტორია, ნეკნი ერთადერთი უტვინო ძვალია. საუკუნეების განმავლობაში ჩასჩიჩინებდნენ მას, რომ მონად დაიბადა, რომ აზროვნება მისი საქმე არ არის და რომ ახლა თავის ჭეშმარიტ ბუნებას ღალატობს, არადა პირიქით, პირვანდელ მოდელს უბრუნდება.

    თანამედროვე ევა ნელ-ნელა ემსგავსება თავის წინამორბედს. იწყებს სარგებლობას იმ პრივილეგიებით, რომლებიც მხოლოდ მამაკაცის პრივილეგიებად მიიჩნეოდა დღემდე: იღებს განათლებას, გამოხატავს საკუთარ აზრს და აქვს საკუთარი შემოსავალი. გამარჯვებამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რჩება – არ დათმოს პოზიცია სექსში. არ ჩათვალოს თავი მართლაც ,,გამოსაყენებელ ხორცად“ და მხოლოდ იმიტომ არ შეფუთოს ეს ხორცი ლამაზად, მერე უფრო სარფიანად რომ გაყიდოს. გამოსაყენებელი ხორცი, მუდამ გამოსაყენებელ ხორცად დარჩება, რაზეც არ უნდა გაიყიდოს – ფულზე თუ ქორწინების სტატუსზე. სანამ ქართველი ქალი არ გაიაზრებს იმას, რომ სექსის დროს ვინმეს კი არ ,,აძლევს”, საკუთარ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებს, იქამდე სულ ერთჯერადი გამოყენების საგნად დარჩება.



    ადამი ახლა პანიკაშია. ეშინია ევამაც არ გაუგოს გემო სექსს და თავისუფლებას და არ გაექცეს. ამიტომ ჩვილობაშივე აჭრის კლიტორს, ართმევს ბუნებით მინიჭებულ უფლებას – მიიღოს კუთვნილი სიამოვნება სექსუალური აქტიდან და მის მიერ ოფლით მოპოვებული პურის ნატეხების სანაცვლოდ, უბრალოდ ,,ხმარობს“. თუმცა სხვამ თუ არავინ, მან ხომ მაინც იცის გულის სიღრმეში, რომ შეუძლებელია, ღმერთს ვინმეს ჩაგვრა დაევალებინა მისთვის, რომ შეუძლებელია ღმერთს ჰყავდეს რჩეული სქესი, რომ მხოლოდ საკუთარი მჩაგვრელი ბუნების გამო დაკარგა მაშინ თავისი ერთადერთი სიყვარული და რომ ქალების ჭეშმარიტი ბუნება მორჩილება კი არა ამბოხია. ადამი პანიკაშია. მალე აღარ ,,აქნევინებენ”!


    დოჩი გოგო


    წყარო  -  dare.ge

    more
  • ქალებს სთხოვეს დაეხატათ მათი ოცნების პენისი, ნახეთ შედეგი more
  • უბრალო დეტალი, რომელმაც მილიონობით ბავშის სიცოცხლე გადაარჩინა, მაგრამ ეს ცოტამ თუ იცის more
  • 3 წლის სირიელი ბიჭუნას სიტყვები, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა more
სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები