• ყოფილი შეყვარებულების შეხვედრა და მათი ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები ეს ფოტო სოციალურ ქსელში ძალზედ პოპულარულია, რაც იმ ფაქტზე მიუთითებს, რომ მასში მოთხრობილი პატარა ამბავი რეალობასთან ახლოს დგას. დრონი.ჯი გთავაზობთ ფოტოს და მის თარგმანს.

    ბიჭი: მე დღეს ის ვნახე   გოგო: მე დღეს ის ვნახე

    ბიჭი: არადა თითქოს სამუდამო გავდა ყველაფერი   გოგო: მაინტერესებს ნეტავ თუ ისევ ადარდებს

    ბიჭი: ის გამოიყურება უკეთ ვიდრე ადრე. გოგო: მე მას თვალს ვერ ვწყვეტდი

    ბიჭი: ვკითხე როგორ ხართქო. გოგო: მე მას ვკითხე მისი ახალი მეგობარი გოგოს შესახებ

    ბიჭი: მე მას გამოვარჩევდი ყველა გოგოსგან ვინც კი ოდესმე მყოლია. გოგო: ის აშკარად ბედნიერია ახლა

    ბიჭი: მე მას ცრემლების გარეშე ვერ ვუყურებდი. გოგო: ის ვერც კი მიყურებდა

    ბიჭი: ვუთხარი, რომ მენატრება გოგო: ის ამას არ გულისხმობდა

    ბიჭი: მე ამას ვგულისხმობდი. გოგო: ის ამას არ გულისხმობდა

    ბიჭი: მე ის მიყვარს. გოგო: მას თავისი ახალი მეგობარი გოგო უყვარს

    ბიჭი: მე მას უკანასკნელად ჩავეხუტე. გოგო: მეგობრულად ჩამეხუტა

    ბიჭი: მერე მე წამოვედი სახლში და ვიტირე. გოგო: მერე მე წამოვედი სახლში და ვიტირე.

    ბიჭი: მე ის დავკარგე. გოგო: მე ის მიყვარს.


    წყარო
    more
  • ქალმა მოღალატე ქმარი და და ქუჩაში დედიშობილა დატოვა (3 ფოტო)

    29 წლის ჰონკონგის მაცხოვრებელმა ტინგ სუმ თავის მეუღლე ღალატში ამხილა და თანაც ვისთან! საკუთარ ტყუპისცალ დასთან.

    ქალმა წყვილს იმ დროს წაასწრო, როდესაც ავტომობილში სექსით იყვნენ დაკავებულები.დაბნეული ქმარი და და მანქანიდან გადმოხტნენ, ხოლო სუმ დრო იხელთა, დაჯდა საჭესთან და მანქანა გაიტაცა, იუწყება Metro.

    ქალს მანამდეც ეჭვი ჰქონდა ქმარზე, მის მანქანას უკან გაჰყვა, რომელიც სავაჭრო ცენტრისკენ მიემართებოდა.ავტომობილი გაჩერდა, ქმარი დიდხანს არ გადმოდიოდა მანქანიდან, მაშინ ქალმა გადაწყვიტა ახლოს მისულიყო და ენახა რა ხდებოდა...როდესაც ფანჯარაში ჩაიჭყიტა დაინახა უკანა სავარძელზე განცხრომაში მყოფი დედიშობილა ქმარი და და.გამწარებულმა ქალმა მუშტებით შუშაზე კაკუნი დაიწყო..შეშინებული საყვარლები კი მანაქანიდან დედიშობილები გადმოხტნენ..შეურაცხყოფილი ცოლი კი მანქანას მოახტა და გაიტაცა..ხოლო შეყვარებული წყვილი შიშველი დატოვა ხალხით გადაჭედილ სავაჭრო ცენტრთან.



    როგორც თვითმხილველები აცხადებენ ქმარი ეხვეწებოდა ცოლს შეჩერებულიყო, მანქანას მუშტებს ურტყავდა და კარის სახელურს ეჯაჯგურებოდა, მაგრამ უშედეგოდ...

    შემდეგ უცნობია წყვილი როგორ მივიდა სახლამდე, მაგრამ ის კი ცნობილი გახდა, რომ ორიოდე დღის შემდეგ ტინგ სუმ სასამართლოში გაყრაზე შეიტანა საბუთები.აღსანიშნავია, რომ ტინგ სუსაც ტყუპისცალი შვილები ჰყავს.





    more
  • TOP სამი ყველაზე უპასუხისმგებლო ზოდიაქოს ნიშანი პასუხისმგებლობის გრძნობა, თქმა არ უნდა, შესაშური და ერთობ დასაფასებელი რამ არის. თუმცა ამ თვისებით ჩვენს გარშემო ბევრი ადამიანი რომ ვერ დაიკვეხნის ესეც უდავო ჭეშმარიტებაა. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ადამიანში ზემოთ ხსენებულ პასუხისმგებლობის ნიჭს და მოვალეობის შეგრძნებას ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ხასიათის შტრიხები და ის სტიქია განაპირობებს, რომელსაც ეს უკანასკნელი მიეკუთვნება. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს რომ მაგალითად ყველა ტყუპი ქრონიკულად აგვიანებს ყველგან (ნუ, მხოლოდ მათი 98% იქცევა ასე) და ყოველი მეორე თევზები სიცრუის ქსელს ხლართავს საკუთარი ქმედებების რეალური მოტივების დასაფარად. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკოთ, ზოგად სტატისტიკას გთავაზობთ. მაინც ვინ არის ზოდიაქოს თორმეტ ნიშანს შორის ყველაზე უფრო მიდრეკილი უპასუხისმგებლო საქციელისკენ?

    ტყუპი – ის რაც გარშემო მყოფებს უპასუხისმგებლობა ჰგონია, ტყუპისთვის ჩვეულებრივი ამბავია. დიდი საქმე ახლა, თუ წინა ღამით მეგობრებთან ერთად მხიარული დროს ტარების შემდეგ ჩაეძინა და სამსახურში მისვლა დაავიწყდა. უფრო სწორად თავზესაყრელი საქმეების მოგვარების აუცილებლობა, მხოლოდ მაშინ გაახსენდა, როცა თვალი გაახილა და საათის ისრები ზუსტად 17.00 უჩვენებდა. ნუ განსჯით ტყუპს მკაცრად. დიახ, იგი უპასუხისმგებლოა, ხშირად აგვიანებს შეხვედრებზე მიზეზით თუ უმიზეზოდ, მაგრამ როცა შრომით ფერხულშია ჩაბმული გაორებული ბუნებისა და ენერგიულობის გამო, არა ერთი ან ორი პარალელურად სამი, ოთხი და ექვსი მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია იდეალურად.

    მერწყული – ხასიათში არსებულ თვისებას, რომელსაც გარშემო მყოფები უპასუხისმგებლობას უწოდებენ, მერწყული აბსოლუტურად არ თვლის ნაკლად. მისი აზრით, ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც სურს და საჭიროდ მიაჩნია. ამასთან ერთად, მას არასოდეს უყვარს ახსნა განმარტებების მიცემა ვინმესთვის რას, რატომ ან რა მეთოდებით აკეთებს. იმედოვნებს რა, რომ სხვები მასავით "ურანული გულთმისნობის" ნიჭით არიან დაჯილდოებულნი და აზრების უთქმელად წაკითხვის უანრი გააჩნიათ. ის ხომ ხვდება სხვების ჩანაფიქრს. ჰოდა, რა მოხდა სხვებმაც მოინდომონ ერთხელ მისი გაგება? აქედან გამომდინარე, მერწყულთან დავა პასუხისმგებლობის გრძნობის არქონის შესახებ აბსოლუტური წყლის ნაყვაა. ის თავს დამნაშავედ არასოდეს აღიარებს.

    წაიკითხეთ  სრულად
    more
  • ცოდვად შეერაცხება თუ არა ადამიანს ცხოველების სიყვარული? more
  • 20 რამ, რაზეც გოგონებს უნდა ესაუბროთ (20 ფოტო)









    კინო





    გართობა






    ლიტერატურა






    მუზეუმი







    უცნაური ჩვევები







    ფული






    საჭმელი







    მოგზაურობა.





    ავტომობილები, ტრანსპორტი







    სწავლა და სამსახური.





    დასვენება







    სპორტი







    სპორტი - როგორც ჯანმრთელობა





    რელიგია





    ურთიერთობა





    ბავშვები




    საჩუქრებზე, დღესასწაულებზე







    ტანსაცმელი






    შინაურ ცხოველებზე





    სექსზე

    more
  • გოგონა, რომლის უკანალსაც ყოველდღიურად მილიონი ადამიანი ათვალიერებს more
  • რას აჭმევდა პუტინის ბაბუა სტალინს ანუ დიქტატორების საყვარელი კერძები (10 ფოტო) ამა წლის ნოემბრის ბოლოს ლონდონში გამოვიდა მეტად საინტერესო წიგნი ირონიული სახელწოდებით:"დიქტატორების საყვარელი კერძები ანუ ცნობარი ყველაზე ცნობილი ტირანების ცუდი გემოვნებისა". წიგნის ავტორებმა ნამდვილი ისტორიული კვლევა ჩაატარეს და გაშიფრეს საიდუმლოებანი ყველაზე ოდიოზური ქვეყნის მეთაურების ტრაპეზებისა. გთავაზობთ მოკლე და საინტერესო ექსკურსს წარსულში ამ წიგნის მიხედვით.



    1. ბენიტო მუსოლინი

    საყვარელი კერძი: სალათი წვრილად დაჭრილი ნივრისაგან, შეზავებული კარაქით და ლიმონით



    ჟანა რაკელე ერთხელ ოჯახის მზარეულს გამოუტყდა, რომ მუსოლინის შეეძლო მთელი ჯამი ამ კერძის შეჭმა, რის შემდეგაც აუტანელი იყო მასთან ერთად ოთახში ყოფნა და ღამღამობით დიქტატორის ცოლი ქმრის ოთახიდან ერთ-ერთი ბავშვის ოთახში გარბოდა დასაძინებლად.


    2. ადოლფ ჰიტლერი

    საყვარელი კერძი: ახალგაზრდა მტრედი, ფარშირებული ენით, ღვიძლითა და ნუშის ფანტელებით



    ერთ-ერთი ჯარისკაცი, რომელმაც დიდ ფიურერთან ერთად გაატარა ბუნკერში უკანასკნელი კვირეები, იხსენებდა, თუ როგორ მექანიკურად ყლაპავდა ჰიტლერი საჭმელს ნერვიულობისაგან, როგორ იკვნეტდა სუფრასთან მჯდომი ფრჩხილებს და იჩიჩქნიდა ცხვირს საჩვენებელი თითით, ნთქავდა რა დიდი რაოდენობით ნამცხვრებსა და ღვეზელებს.


    3. ანტონიო დი სალაზარი

    საყვარელი კერძი: შემწვარი სარდინები ლობიოთი



    პორტუგალიელი დიქტატორისათვის ქვეყნის ერთგულება იმაში გამოიხატებოდა, რომ მან უარი თქვა ოჯახის შექმნაზე. ის ასკეტური იყო აგრეთვე კვებაშიც. მისი საყვარელი კერძიც კი მძიმე ბავშვობის გამოძახილი იყო, როცა ანტონიო იძულებული იყი ძმასთან ერთად ერთი პატარა თევზი გაეყო სადილზე.


    4. კიმ ჩენ ირი

    საყვარელი კერძი: სუპი ზვიგენის საცურაო ბუშტისაგან და პოსინტხამი ( სუპი ძაღლის ხორცისაგან, რომელსაც მიაწერენ მამაკაცური პოტენციის გაზრდას)



    ჩრდილოკორეელი ლიდერი დიდი გურმანი იყო და თავის მზარეულს მთელ მსოფლიოში დაატარებდა. მას ხან ირანული თართის ხიზილალას მიართმევდნენ, ხან დანიურად მომზადებულ ღორის ხორცს, ხან იაპონურ ბრინჯის ლავაშებს, ხან კიდევ ტაილანდურ მანგოს. ირის სუფრა კერძების სიუხვით იზნიქებოდა იმ დროს, როცა დიქტატორი საკმაოდ მცირე საკვებს იღებდა.



    5. მუამარ კადაფი

    საყვარელი კერძი: ახალგაზრდა აქლემის ხორცი და კუს-კუსი



    ამბობენ, რომ აქლემის ყველაზე გემრიელი ნაწილი მისი კუზია. მას მიირთმევენ მოხარშულს ან შემწვარს. ექსცენტრიულ ლიბიის მმართველს აქლემის ხორცთან ერთად ძალიან უყვარდა მისი რძეც, მიუხედავად იმისა, რომ მისი დალევის შემდეგ საშინლად უბუყბუყებდა მუცელი.


    6. ფიდელ კასტრო


    საყვარელი კერძი: კუს წვნიანი



    კუბელი ლიდერი საკმაოდ ხშირად აძლევდა თანამემამულეებს კულინარიულ რჩევებს- მაგალითად, თუ როგორ უნდა მოამზადო კატლეტები ცხვრის ხორცისაგან, შეწვა თევზი ან მოამზადო ლობსტერი ბანანებით. მაგრამ როგორც იხსენებდა ფიდელის ერთ-ერთი საყვარელი სელია სანჩესი, მას ყველაზე მეტად კუს ხორცისაგან მომზადებული წვნიანი უყვარდა.


    7. იდი ამინი

    საყვარელი კერძი: ფორთოხალი



    უგანდის სასტიკმა მმართველმა ერთხელ აღიარა, რომ მას არც ისე ძალიან მოსწონდა ადამიანის ხორცი - ის მას ზედმეტად მარილიანი ეჩვენებოდა. აი ფორთოხალი კი ამინს ყველაზე ძალიან უყვარდა და დღეში 40 ცალამდე ჭამდა. ამბობდნენ, რომ ფორთოხალს ის ბუნებრივ ვიაგრას უწოდებდა და დიდად აფასებდა მას.



    8. ფრანსისკო ფრანკო

    საყვარელი კერძი: გალისიური პაელია



    იხსენებენ, რომ ოთხშაბათობით მადრიდში არ იყო დარჩენილი რესტორანი, სადაც არ ამზადებდნენ ამ პაელიას. ეს იმიტომ, რომ ოთხშაბათობით ფრანკო ქალაქში გადიოდა სადილად და არავინ იცოდა, თუ რომელ რესტორანს ესტუმრებოდა. ესპანელები ირწმუნებიან, რომ იციან ამ კერძის მომზადების 300-მდე სხვადასხვა რეცეპტი, მაგრამ ძირითადად ესაა ტაფაზე მომზადებული ბრინჯი ზეითუნის ზეთით, ზღვის პროდუქტებით, ქათმით და სანალებლებით.


    9. სადამ ჰუსეინი

    საყვარელი კერძი: "მეზგუფი"-მდინარის თევზი, მომზადებული ღია ცეცხლზე



    როგორც ბაღდადის ერთ-ერთი თევზის რესტორნის მეპატრონე იხსენებს, დიაქტატორი კვირაში ორჯერ უკვეთავდა მას ამ კერძს და შეკვეთის წასაღებად მისი პირადი მცველები მოდიოდნენ ხოლმე. ერთხელ ჰუსეინი ამ კერძით საფრანგეთის პრეზიდენტს ჟაკ შირაქს გაუმასპინძლდა, მან იმდენი აქო ის, სანამ სადამისაგან ნახევარი ტონა თევზი არ მიიღო საჩუქრად.


    10. იოსებ სტალინი

    საყვარელი კერძი: ქართული სამზარეულოს საკმაოდ ბევრი კერძი



    საბჭოეთის მამას სადილებს უმზადებდა არც მეტი, არც ნაკლები-რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბაბუა სპირიდონ პუტინი. ეს მოვალეობა არც ისე იოლი შესასრულებელი იყო, რადგან მზარეული ვალდებული იყო სტალინის ქარაგმული ნათქვამი სწორად გაეგო. ასე მაგალითად: გამოთქმაში-
    "დაახრჩვეთ ჭია"- ბელადი გულისხმობდა მრავალსაათიან მოლხენას. ამბობენ, რომ იოსებ ბესარიონის ძეს თავად უყვარდა კერძებისათვის სახელების მოფიქრება. მაგალითად, ცხვრის ხორცით და ბოსტნეულით თიხის ჯამებში მომზადებულ კერძს ის არაგვს ეძახდა, თუმცა საქართველოში ის ჩანახის სახელითაა ცნობილი. რა თქმა უნდა, ბელადი აღმერთებდა ქართულ მწვადს.


    ავტორი: მანჩო 777

    more
  • როგორ დავიკლოთ წონაში ძილის დროს? more
  • 10 ყველაზე ძლიერმოქმედი ნარკოტიკული საშუალება (10 ფოტო) ნარკომანია ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. იგი ხასიათდება ფაზური მიმდინარეობით და თავის სტრუქტურაში რამდენიმე ეტაპოპრივად ფორმირებადი სინდრომის არსებობით. ნარკომანია ყველა ქვეყნის საერთო პრობლემაა. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ძლიერმოქმედ ნარკოტიკს.



    10. ჰეროინი
    ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება: - ინექციით; - მოწევით: ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა; - ინჰალაციის გზით. ჰეროინის ზემოქმედება: ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: - გუგების შევიწროვება; - სხეულის ტემპერატურის დაკლება; - მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება: - მოთენთილობა და ინდეფერენტულობა; - რეაგირების უნარის დაკარგვა; - უემოციობა; - სრული მოდუნება;





    9. კოკაინი
    კოკაინი — ალკალოიდი, რომელიც მიიღება კოკაინის ხის (Erytoxilon coca) ფოთლებისაგან. განეკუთვნება ტკივილგამაყუჩებელ საშუალებათა ჯგუფს. ოფთალმოლოგიაში, ოტოლარინგოლოგიაში, უროლოგიასა და სტომატოლოგიაში ზედაპირული გაუტკივარებისათვის იყენებენ კოკაინის ფხვნილებსა და ხსნარს. კოკაინი ძლიერ ტოქსიკურია, ნერვულ სისტემას ჯერ აღაგზნებს, შემდეგ კი თრგუნავს. მისი ხშირი ხმარებისას შეიძლება განვითარდეს კოკაინიზმი.






    8. მეტამფეტამინი
    მეტამფეტამინი წარმოადგენს ნარკოტიკულ ნივთიერებას და ადამიანის ორგანიზმზე უარყოფითად ზემოქმედებს. მოხმარების დროს შესამჩნევია ძალის მოჭარბება, ხანგძლივი ეიფორია, გონებაში აზრთა დაუსრულებელი ნაკადი, მადის დაკარგვა.ხანგძლივი მოხმარება იწვევს ანორექსიას, გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის რიტმის რღვევას, დაღლილობას, დეპრესიას, პარანოიას, თრმომბოფლებიტს, ნევროზს, უძილობას, ფსიქიკურ დამოკიდებულებას.მეტამფეტამინის ქრონიკულ მომხმარებლებში ხშირია თვითმკვლელობები. მეტამფეტამინის კრისტალები იხსნება წყალში და ეთილის სპირტში.







    7. კოკაინის კრისტალები
    არის კოკაინი კრისტალების სახით, რომელიც ჩვეულებრივ ფხვნილად ან მყარ ბლოკებად და კრისტალებად გადაიქცევა. ის არიდ სხვადასხვა ფერის. ძირითადად ყვითელი, ღია ვარდსფერი და თეთრი.






    6. ელესდე
    ელესდე არის ლიზერგინის მჟავის დიეთილამიდი, რომელიც ნახევრად სინთეზური ნაერთია და არ შედის სოკოების და მცენარეების შემადგენლობაში. პირველად ეგ დაასინთეზა ავსტრიელმა ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა. ლსდ კი საბოლოოდ ამზადებენ ან ლიზერგინის მჟავასაგან ან მსგავსი ერგოტ ალკალოიდებისაგან.






    5. ექსტაზი

    სინთეტიკური ნივთიერებაა, რომელსაც გააჩნია როგორც ჰალუცინოგენური, ისე აღმგზნები ეფექტი. მისი ქიმიური დამუშავების შედეგად მიიღება ფერადი აბები და კაფსულები. ექსტაზის ჟარგონული დასახელებები: იქსი, XTC, “ადამი”, “E” და ა.შ. ექსტაზის მოხმარება: - ორალური გზით; - ზოგჯერ ინჰალაციის გზით. ექსტაზის აქვს აღმგზნები და ჰალუცინოგენური მოქმედება, რაც ვლინდება: - სიყვარულის და ბედნიერების შეგრძნებაში; - გარშემომყოფებთან თბილ და ახლო ურთიერთობაში; - სიმშვიდისა და თავითკმაყოფილების შეგრძნებაში.






    4. ოპიუმი
    ხაშხაშის მოუმწიფებელი ნაყოფის რძიანი წვნისაგან მოპოვებული ძლიერი ნარკოტიკული ნივთიერება; მედიცინაში იყენებენ ტკივილის გამაყუჩებელ საშუალებად; აზიის მთელ რიგ ქვეყნებში გავრცელებულია მისი წევა და ღეჭვა.






    3. მარიხუანა
    ნარკოტიკი, რომელიც არღვევს კუჭის მჟავიანობას, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მოშლას, პირის სიმშრალეს, უკონტროლო სიცილს, გულმავიწყობას, მოქმედების შენელებას, მოდუნებულობას, ჰალუცინაციებს, გამოშტერებას, მისწრაფების დეფიციტს, ძლიერ გარდაქმნებს ხასიათში და ქმედებებში და ა.შ.






    2. “ჯადოსნური'' სოკოები
    ეს სოკო ავსტრალიაში იზრდება და მას "ჯადოსნურ სოკოს " უწოდებენ Hypholoma aurantiaca და Panaeolina foenisecii. ვიანიდან ეს სოკოები შეიცავენ სეროტონინის მსგავსს ნივთიერებებს, ფსილოციბინს და ფსილოცინი - რომლებიც ადამიანის ფსიქიკაზე ზემოქმედებენ. საინტერესო კი ისაა, რომ ეს ნაერთები იძლევიან ქემილუმინესცენციას... ანუ ანათებენ!







    1. ფენციკლიდინი
    ფენციკლიდინს თავდაპირველად შემუშავებული იყო როგორც გამაუტკივარებელი, გამაყუჩებელი. მას შეუძლია იმოქმედოს როგორც ჰალუცინოგენმა, მასტიმულირებელმა, ან სედატიურმა საშუალებამ.





    ავტორი: გვანცა1234
    more
  • მორალური ამოცანა, რომელიც 200-დან მხოლოდ ერთმა ადამიანმა ამოხსნა - სცადეთ თქვენც! more
სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები